Firefox
Firefox
ბოლოს განახლებული:
ხანდახან გსურს, უკეთ დაინახო ვებსაიტი და ნაკლებად ბრაუზერი. სწორედ ამ დროსაა გამოსადეგი სრული ეკრანის რეჟიმი. მისი საშუალებით შესაძლებელია, გაიშალოს Firefox მიმდინარე გვერდის მთელ ეკრანზე გამოსაჩენად, შედეგად კი მეტ ყურადღებას მიაქცევთ იმას, რაც მეტად მნიშვნელოვანია.
Firefox-ზე სრული ეკრანის რეჟიმის ჩასართავად, გააკეთეთ შემდეგი:
- ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ მენიუს ღილაკს .
- დააჭირეთ სრულ ეკრანზე ჩვენების ღილაკს .
შეგიძლიათ გამოიყენოთ მენიუ, ხელსაწყოების ზოლი და ჩანართები სრული ეკრანის რეჟიმიდან გაუსვლელად. მხოლოდ მიიტანეთ მაჩვენებელი ეკრანის ზედა არეში მათ გამოსაჩენად. როდესაც გვერდს დაუბრუნდებით, კვლავ დაიმალება.
სრული ეკრანის რეჟიმიდან გასასვლელად:
- მიიტანეთ მაჩვენებელი ეკრანის ზედა არეში ხელსაწყოთა ზოლის გამოსაჩენად.
- დააწკაპუნეთ მენიუს ღილაკზე .
- დააჭირეთ სრული ეკრანიდან გასვლის ღილაკს .
შენიშვნა: ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კლავიატურის მალსახმობი command + Shift + FF11 სრულ ეკრანსა და ჩვეულებრივ რეჟიმს შორის გადართვისთვის. შემჭიდროებული კლავიატურის მქონე კომპიუტერებზე (როგორებიცაა ნეტბუქები და ნოუთბუქები) შეიძლება საჭირო იყოს fn + F11.