განაახლეთ Firefox უახლესი გამოშვებით

Firefox Firefox ბოლოს განახლდა: 3 weeks, 2 days ago
შენიშვნა: თუ Firefox გიყენიათ თქვენი Linux-ვერსიის მომყოლი კრებულის სახით, უნდა დაელოდოთ განახლებული კრებულის გამოშვებას საცავში. ეს სტატია ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როცა Firefox ხელითაა დაყენებული (ლინუქსის კრებულთა სამართავის გამოუყენებლად).
შენიშვნა: ეს სტატია ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როცა Firefox ხელითაა ჩამოტვირთული და დაყენებული Mozilla-საიტიდან. თუ Firefox-ის ჩამოსატვირთად გამოყენებულია Microsoft Store, მაშინ Firefox-ის განახლებას თავად Microsoft Store უზრუნველყოფს. თუ როგორ უნდა შეამოწმოთ Firefox-ის განახლებები, რომელთაც Microsoft Store გთავაზობთ, იხილეთ Microsoft-ის ამ სტატიაში.

ნაგულისხმევად Firefox ავტომატურად ახლდება, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ თავადაც შეამოწმოთ განახლებები.

Firefox ბრაუზერის განახლება

  1. დააწკაპუნეთ მენიუს ღილაკს Fx89menuButton Firefox-ის ხელსაწყოთა ზოლის მარჯვნივ, გახსენით დახმარება და აირჩიეთ Firefox შესახებ.მენიუს არეში გახსენით Firefox და აირჩიეთ Firefox შესახებ. გაიხსნება ფანჯარა – Mozilla Firefox შესახებFirefox შესახებ.
  2. Firefox თავადვე შეამოწმებს განახლებებს. თუ განახლება ხელმისაწვდომია, ჩამოიტვირთება.
    fx91AboutDownloadingUpdatefx70Linux-AboutFirefox-Downloadingfx71macOS-AboutFirefox-Downloading
  3. როდესაც ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ გასაახლებლად კვლავ გაუშვით Firefox.
    fx91AboutRestartUpdatefx70Linux-AboutFirefox-Restartfx71macOS-AboutFirefox-Restart
სიძნელეებს წააწყდით?

თუ Firefox ვერ ახერხებს განახლებას და რაღაც ხარვეზი აქვს, ჩამოტვირთეთ Firefox-ის დაყენების მეგზური, შემდეგ დახურეთ არსებული Firefox და დაიწყეთ ახლის დაყენება.

თქვენი ყველა მონაცემი შენარჩუნდება.

მიუთითეთ, როგორ განახლდეს Firefox

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარი პარამეტრების გვერდზე მონახეთ „Firefox –განახლებები“.
Firefox desktop update sectionFx132updatesettings-win
შენიშვნა: თუ გსურთ გაეცნოთ, რა გზებით შეიძლება დაყენდეს განახლებები ისე, რომ Firefox არ გაეშვას, იხილეთ ფონური მომსახურების ამოქმედება Firefox-ის გასაახლებლად.

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად