HTTPS-მხოლოდ რეჟიმი Firefox-ში Android-ისთვის

Firefox for Android Firefox for Android ბოლოს განახლებული:

მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი ავტომატურად ჩართულია Firefox-ში Android-ისთვის, 100 და უფრო ახალი ვერსიებისთვის. ყველა ვებსაიტზე, რომელთაც თქვენ ეწვიეთ, Firefox ავტომატურად დაამყარებს უსაფრთხო, დაშიფრულ კავშირს HTTPS-ის საშუალებით, როცა კი შესაძლებელია. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც იყენებთ საჯარო WiFi-ს და ვერ იქნებით დარწმუნებული თქვენი ინტერნეტკავშირის ურღვევობაში. თავადვე შეგიძლიათ გამორთოთ ან ჩართოთ ეს ფუნქცია თქვენი პარამეტრებიდან.

რა განსხვავებაა HTTP-სა და HTTPS-ს შორის?

HTTP ნიშნავს ურთიერთდაკავშირებული ტექსტის გადაცემის ოქმს. ეს არის ფუნდამენტური ოქმი ვებსაიტისთვის და შიფრავს ძირითად ურთიერთქმედებებს ბრაუზერებსა და ვებსერვერებს შორის. ჩვეულებრივი HTTP ოქმის ნაკლი ისაა, რომ სერვერიდან ბრაუზერში გადაცემული მონაცემები არ არის დაშიფრული, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაცემების ნახვა, მოპარვა ან შეცვლა შესაძლებელია.

HTTPS ოქმს ამის მოსაგვარებლად გააჩნია TLS (Transport Layer Security), ან SSL (Secure Sockets Layer). შედეგად იქმნება უსაფრთხო დაშიფრული კავშირი სერვერსა და ბრაუზერს შორის, რომელიც იცავს მოსაფრთხილებელ ინფორმაციას.

მაგალითად, როდესაც მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი აქტიურია და თქვენ ეწვევით საიტს http://example.com URL-ით, Firefox თავადვე გადაიყვანს https'://example.com-ზე.

მხოლოდ-HTTPS-რეჟიმის ჩართვა ან გამორთვა

  1. Tap the menu button android menu icon
    Menu button - Template:menupreview
  2. შეეხეთ პარამეტრები.
  3. შეეხეთ მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი.
  4. გადაწიეთ მარცხნივ, რომ გამორთოთ მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი. გადაწიეთ მარჯვნივ, რომ ჩართოთ.
  5. თუ ჩართავთ მხოლოდ-HTTPS-რეჟიმს, აირჩიეთ {მენიუ ჩართვა ყველა ჩანართში} ან {მენიუ ჩართვა მხოლოდ პირად ჩანართებში}.

უსაფრთხო საიტი მიუწვდომელია

ზოგიერთი ვებსაიტი მხარს უჭერს მხოლოდ HTTP-ს და კავშირის განმტკიცება შეუძლებელია. თუ ჩართულია მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი და საიტის HTTPS-ვერსია მიუწვდომელია, იხილავთ გვერდს „უსაფრთხო საიტი მიუწვდომელია“:

Android-SecureSiteNotAvailable

თუ შეეხებით Continue to HTTP Site, აცნობიერებთ საფრთხეს და ეწვევით საიტის HTTP-ვერსიას. მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი დროებით გამოირთვება ამ საიტისთვის.

შეეხეთ Go Back (Recommended) ან მოწყობილობის უკან დაბრუნების ღილაკს, თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ დაუშიფრავი კავშირი.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად