Firefox Android-ზე 126 ვერსიიდან ახალი თანმხლები შესაძლებლობითაა, რომლითაც შეუფერხებლად მოინახულებთ გვერდებს სასურველ ენაზე. საიტებზე გადასვლისას Firefox უწყვეტად გადათარგმნის ყოველ ახლად ჩატვირთულ შიგთავსს იმ წუთასვე.
სარჩევი
- 1 როგორ გამოიყენება თარგმნა ხელსაწყოთა ზოლიდან
- 2 თარგმნის პარამეტრების მორგება
- 3 ენის ჩამოტვირთვის პარამეტრები
- 4 ᲮᲓᲙ
- 4.1 რატომ არაა ხელმისაწვდომი თარგმნა ჩემს Android-მოწყობილობაზე?
- 4.2 იმუშავებს Firefox-ის თარგმნის შესაძლებლობა ტექსტის გარდა სხვა მასალებზე, მათ შორის სურათებზე ან ვიდეოებზე?
- 4.3 რა მოხდება, თუ საიტზე შიგთავსი შერეულადაა წარმოდგენილი რამდენიმე ენაზე? მაინც იმუშავებს თარგმნა?
- 4.4 შესაძლებელია გვერდის თარგმნა ნაწილობრივ, მაგალითად, მხოლოდ ცალკეული მონაკვეთის ან პარაგრაფის?
- 4.5 მოახერხებს Firefox იმ გვერდების თარგმნას, რომლებიც პაროლითაა დაცული ან ანგარიშზე შესვლით იხსნება?
- 4.6 როგორ შეიძლება თარგმნილი გვერდის თავდაპირველ ენაზე დაბრუნება?
- 4.7 რატომაა საჭირო ენების ჩადგმა?
- 4.8 როგორ გავგზავნო მოხსენება გაუმართავი ნათარგმნის შესახებ?
როგორ გამოიყენება თარგმნა ხელსაწყოთა ზოლიდან
გვერდის გადასათარგმნად:
- როდესაც ეწვევით ვებგვერდს მხარდაჭერილ ენაზე, თარგმნის არე თავისთავად გაიხსნება. თუ ასე არ მოხდა, შეეხეთ თარგმნის ნიშანს ხელსაწყოთა ზოლზე ან
- შემდეგ აირჩიეთ სასურველი ენა გადასათარგმნად ქვედა ჩამოსაშლელი ველიდან, რომელშიც წინასწარვე იქნება დალაგებული ენები უპირატესობის მიხედვით. შესაცვლელად ჩამოშალეთ ველი.
- დააჭირეთ მთლიანი გვერდის გადასათარგმნად.
- გვერდის საწყის ენაზე დასაბრუნებლად შეეხეთ ხელსაწყოთა ზოლზე ნიშანს , შემდეგ აირჩიეთ (Show original).
თარგმნის პარამეტრების მორგება
თარგმნის სურვილისამებრ მოსარგებად:
- შეეხეთ თარგმნის ნიშანს ხელსაწყოთა ზოლზე.
- დააჭირეთ კბილანას ნიშანს თარგმნის ზედა მარჯვენა არეში.
- მომართეთ პარამეტრების გადამრთველები საჭიროებისამებრ.
- ცვლილების გასაუქმებლად მხოლოდ დააბრუნეთ გადამრთველები საწყის მდგომარეობაში.
ენის ჩამოტვირთვის პარამეტრები
ენის ჩამოსატვირთად პარამეტრების გამართვისთვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
- შეეხეთ თარგმნის ნიშანს ხელსაწყოთა ზოლზე.
- დააჭირეთ კბილანას ნიშანს თარგმნის ზედა მარჯვენა არეში.
- შეეხეთ
- პარამეტრებში იხილავთ:
- თარგმნის შემოთავაზება, როცა კი შესაძლებელია: თავისით გამოჩნდება სათარგმნი არე უცხო ენაზე გვერდის გახსნისას.
- ყოველთვის ჩამოიტვირთოს ენა მონაცემთა დაზოგვისას: ენების ჩამოტვირთვა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამოქმედებულია მონაცემთა დაზოგვა.
- ავტომატური თარგმანი: ვებგვერდების თავისთავად თარგმნა.
- არასდროს ითარგმნოს ეს საიტები: გარკვეული საიტების გამონაკლისებში მითითება.
- ენების ჩამოტვირთვა: კავშირგარეშედ ჩადგმული ენების მართვა.
ენების ჩამოტვირთვა
ენების ჩამოსატვირთად და კავშირგარეშედ გამოსაყენებლად:
- შეეხეთ თარგმნის ნიშანს ხელსაწყოთა ზოლზე.
- დააჭირეთ კბილანას ნიშანს თარგმნის ზედა მარჯვენა არეში.
- შეეხეთ
- შემდეგ კი მონახეთ
- აირჩიეთ ენა, რომლის ჩამოტვირთვაც გსურთ და შეეხეთ ჩამოტვირთვის ნიშანს თითოეული მათგანის გვერდით.
- ჩამოტვირთული ენის მოსაცილებლად დააჭირეთ სანაგვის ნიშანს მის გვერდით.
ᲮᲓᲙ
რატომ არაა ხელმისაწვდომი თარგმნა ჩემს Android-მოწყობილობაზე?
თარგმნის შესაძლებლობა არაა მხარდაჭერილი ყველა Android-მოწყობილობაზე ჯერჯერობით.
იმუშავებს Firefox-ის თარგმნის შესაძლებლობა ტექსტის გარდა სხვა მასალებზე, მათ შორის სურათებზე ან ვიდეოებზე?
არა, თარგმნის შესაძლებლობა ამჟამად მხოლოდ ვებგვერდის ტექსტს ამუშავებს, არატექსტური მასალა, მათ შორის სურათები, ვიდეოები ან სხვა ურთიერთქმედი ნაწილები კი ვერ გადაითარგმნება.
რა მოხდება, თუ საიტზე შიგთავსი შერეულადაა წარმოდგენილი რამდენიმე ენაზე? მაინც იმუშავებს თარგმნა?
ვინაიდან თარგმნის შესაძლებლობა ძირითადად მიმართულია მთავარი ენის დამუშავებისკენ, შეიძლება სათანადოდ ვერ თარგმნოს შერეული ენით შედგენილი მასალა.
შესაძლებელია გვერდის თარგმნა ნაწილობრივ, მაგალითად, მხოლოდ ცალკეული მონაკვეთის ან პარაგრაფის?
ჯერჯერობით თარგმნის შესაძლებლობა განკუთვნილია მხოლოდ მთლიანი გვერდის თარგმნისთვის. არაა მხარდაჭერილი ცალკეული მონაკვეთის ან პარაგრაფის თარგმნა.
მოახერხებს Firefox იმ გვერდების თარგმნას, რომლებიც პაროლითაა დაცული ან ანგარიშზე შესვლით იხსნება?
დიახ, Firefox შეძლებს თარგმნოს პაროლით დაცული ან ანგარიშზე შესვლით გახსნილი ვებგვერდებიც, ვინაიდან შიგთავსი სრულად ჩანს ეკრანზე. თარგმნა იმუშავებს ნებისმიერ გვერდზე, რომლის შიგთავსთან წვდომასაც ახერხებს Firefox და რომლის გამოსახვაც შეუძლია.
როგორ შეიძლება თარგმნილი გვერდის თავდაპირველ ენაზე დაბრუნება?
ნათარგმნის საწყის ენაზე დასაბრუნებლად შეეხეთ ხელსაწყოთა ზოლის ნიშანს და აირჩიეთ
(Show original).რატომაა საჭირო ენების ჩადგმა?
ენების ჩაყენების შედეგად Firefox მოახერხებს თარგმნოს ადგილობრივად ბრაუზერშივე, თქვენი პირადულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თარგმნისთანავე ნაწილობრივ თავისთავად მოიმარაგებს საჭირო ენის ფაილებს. თუ მოწყობილობა მონაცემთა დაზოგვის რეჟიმშია, Firefox გაცნობებთ ენის ჩამოტვირთვამდე. გამოსართავად პარამეტრებში შეგიძლიათ მონახოთ ყოველთვის ჩამოიტვირთოს ენა მონაცემთა დაზოგვისას.
როგორ გავგზავნო მოხსენება გაუმართავი ნათარგმნის შესახებ?
შეგიძლიათ დაგვეხმაროთ Firefox-თარგმანების გაუმჯობესებაში გაუმართაობების მოხსენებით ამ კითხვარის მეშვეობით.
მსგავსი საკითხები