ცრუ წარმოდგენები პირადი თვალიერების შესახებ

Firefox Firefox ბოლოს განახლებული: 12 hours ago

პირადი თვალიერება Firefox-ის მეტად გამოსადეგი შესაძლებლობაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კარგადაა გააზრებული მისი დანიშნულება უსაფრთხოების კუთხით. იგი გეხმარებათ, დაფაროთ მონახულებული ვებგვერდების კვალი მათგან, ვინც თქვენს კომპიუტერზე იყენებს Firefox-ს, მაგრამ ვერ გაგხდით უჩინარს ინტერნეტში.

მცდარი შეხედულება 1: პირადი თვალიერება ფარავს ვინაობას ინტერნეტში

სინამდვილე: პირადი თვალიერება არ ნიღბავს თქვენს ვინაობასა და მოქმედებებს ინტერნეტში. ვებსაიტებსა და ინტერნეტის მომწოდებელს მაინც შეუძლია აღრიცხოს თქვენი სტუმრობა, ანგარიშზეც რომ არ შეხვიდეთ. თუ თქვენი მოწყობილობა სამსახურის ქსელშია ჩართული, დაწესებულების ხელმძღვანელობასაც შეეძლება გაგება, რა საიტებს ნახულობთ. სახლის ქსელით სარგებლობისას კი ინტერნეტის შემომყვან კომპანიას (თანამონაწილეებთან ერთად) მიუწვდება ხელი ნებისმიერ გატარებულ მონაცემთან, მათ შორის თქვენ მიერ მონახულებულ საიტებთან. მხოლოდ VPN, ანუ წარმოსახვითი კერძო ქსელი (Virtual Private Network) შეძლებს შენიღბოს თქვენი ნამდვილი ადგილსამყოფელი და დაშიფროს ინტერნეტში მოქმედებები ვინაობისა და სხვა მონცემების მეთვალყურეებისგან დასაფარად. თუ გსურთ ვინაობის გაუმხელად ინტერნეტით სარგებლობა, გამოცადეთ Mozilla VPN.

მცდარი შეხედულება 2: პირადი თვალიერება სრულად აცილებს ყველა თქვენი მოქმედების კვალს კომპიუტერიდან

სინამდვილე: პირადი თვალიერება გაძლევთ საშუალებას, მოინახულოთ გვერდები პირადი ფანჯრით პაროლების, ფუნთუშებისა და ისტორიის დაუმახსოვრებლად. მიუხედავად ამისა, თუ რამე ფაილს ჩამოტვირთავთ, დახურვის შემდეგაც დარჩება კომპიუტერში, ოღონდ არ იქნება ჩამოტვირთების მმართველში აღრიცხული. აგრეთვე, ნარჩუნდება პირადი თვალიერებისას ჩანიშნული საიტებიც.

მცდარი შეხედულება 3: პირადი თვალიერებისას არ ჩანს მონახულებული გვერდების ისტორია

სინამდვილე: პირადი თვალიერებისას ნაგულისხმევად გამოჩნდება მონახულებული საიტები და სანიშნები მისამართების ველში აკრეფის დაწყებისათანავე. ეს ის მისამართებია, რომელთაც ინახავს Firefox ჩვეულებრივი თვალიერების რეჟიმში. თუ არ გსურთ ამ შემოთავაზებების ხილვა თქვენს Firefox-ში, მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები. პირადულობის და უსაფრთხოების არეში კი მოხსენით ყველა მოცემული მონიშვნა მისამართების ველის ქვეშ.

privacy preferences 65

არასწორი შეხედულება 4: პირადი თვალიერება გიცავთ აკრეფილი ტექსტის აღმრიცხავებისა (key-logger) და მოთვალთვალე მავნე პროგრამებისგან (spyware)

სინამდვილე: პირადი თვალიერება ვერ დაგიცავთ თქვენს კომპიუტერში დაყენებული მავნე პროგრამებისგან. თუ რამე უცნაურს ამჩნევთ და ეჭვობთ, რომ საზიანო პროგრამა აყენია, იხილეთ მოცემული ნაბიჯები მის მოსაცილებლად, რომ მომავალში აირიდოთ მსგავსი შემთხვევები.

გაეცანით ვრცლად, თუ როგორ ზრუნავს Firefox თქვენს პირადულობაზე, იხილეთ გაძლიერებული დაცვა კომპიუტერისთვის და SmartBlock.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად