თქვენი დაწესებულება ან ინტერნეტის მომწოდებელი, შესაძლოა გთავაზობდეთ ან ითხოვდეს პროქსის გამოყენებას ინტერნეტთან დასაკავშირებლად. პროქსი წარმოადგენს შუალედურ რგოლს, თქვენს კომპიუტერსა და ინტერნეტს შორის. იგი ყველა მოთხოვნას ამუშავებს ინტერნეტში გადაცემამდე და ამოწმებს, შეუძლია თუ არა მათი დაკმაყოფილება საკუთარი კეშის მეშვეობით. პროქსი გამოიყენება წარმადობის გასაუმჯობესებლად, მოთხოვნების გასაფილტრად და კომპიუტერის დასაფარად ინტერნეტში, უსაფრთხოების მიზნით. პროქსი, უმეტესად დაწესებულებების ქსელის დაცვის შემადგენელ ნაწილია.
ქსელის პარამეტრები პროქსისთვის შეიძლება მიეთითოს Firefox-ის პარამეტრებიპარამეტრები -მენიუდან შემდეგნაირად:
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
- ქსელის პროქსი (Network Proxy)ქსელის პარამეტრები (Network Settings). (General) პარამეტრების გვერდზე, მონახეთ განყოფილება
- დაწკაპეთ იქვე არსებულ ღილაკზე
- პროქსის გარეშე (No proxy): მიუთითეთ, თუ არ გსურთ პროქსის გამოყენება.
- პროქსის პარამეტრების თვითდადგენა ამ ქსელითვის (Auto-detect proxy settings for this network): მიუთითეთ, თუ გსურთ Firefox-მა თავად განსაზღვროს თქვენი ქსელის პარამეტრები.
- სისტემის პროქსის პარამეტრებით სარგებლობა (Use system proxy settings): მიუთითეთ, თუ გსურთ იმ პროქსის პარამეტრების გამოიყენება, რომლებიც მითითებულია თქვენს საოპერაციო სისტემაში.
- პროქსის ხელით გამართვა (Manual proxy configuration): მიუთითეთ, თუ გაქვთ მონაცემები ერთი ან რამდენიმე პროქსი-სერვერის. დაეკითხეთ თქვენი სისტემის ხელმძღვანელს გამართვის თაობაზე. თითოეული პროქსი საჭიროებს მისამართს და პორტის ნომერს.
- თუ ყველა ოქმისთვის პროქსის ერთი და იგივე მისამართი და პორტია საჭირო, მონიშნეთ ყველა ოქმისთვის ამ პროქსი-სერვერის გამოყენება (Use this proxy server for all protocols).
- არ გამოიყენება შემდეგ მისამართებზე (No Proxy For): იმ საიტის დასახელებების ან IP-მისამართების ჩამონათვალი, რომლებთან დაკავშირებაც, პროქსის გვერდის ავლით მოხდება. გამოიყენეთ <local> პროქსის ასარიდებლად ყველა იმ მისამართისთვის, რომელიც არ შეიცავს წერტილის ნიშანს.
- პროქსის თვითგამართვის URL (Automatic proxy configuration URL): მიუთითეთ, თუ გაქვთ პროქსის გასამართი (.pac) ფაილი. შეიყვანეთ URL-მისამართი და დაწკაპეთ ღილაკზე „კარგი“, ცვლილებების დასამახსოვრებლად და პროქსის პარამეტრების ჩასატვირთად. ასევე file: და data: ოქმების გამოყენებაც შეიძლება აქ (მაგ. file:///c:/proxy.pac ან data:,function FindProxyForURL(){return "HTTPS example.com:3443";}).
- (Reload): აღნიშნული ღილაკი ხელმეორედ ჩატვირთავს პროქსის მითითებულ პარამეტრებს.
- DNS-სთან HTTP-კავშირი (Enable DNS over HTTPS): ამ პარამეტრის ჩართვით, შესაძლებელი გახდება DNS გადაიცეს HTTPS-კავშირით (DoH) მითითებული სერვერის მეშვეობით, ვრცლად იხილეთ Firefox-ში DNS-ის HTTPS-ით გადაცემა.