ციფრული უფლებების მართვა — Digital Rights Management (DRM) — არის ტექნოლოგია, რომელიც აძლევს საშუალებას, ინტერნეტში ვიდეო ან ხმოვანი მომსახურებების მომწოდებლებს, უზრუნველყონ მოწოდებული მასალის თავიანთი პირობების შესაბამისად გამოყენება. იგი ზღუდავს გარკვეულ მოქმედებებს ბრაუზერში. ბევრი მომსახურება გადადის HTML5-ვიდეოზე, რომელიც საჭიროებს განსხვავებული სახის DRM-მექანიზმს, სახელწოდებით „შიგთავსის გაშიფვრის მოდული“ — Content Decryption Module (CDM).
სარჩევი
DRM-დაქვემდებარებული მასალის გაშვება Firefox-ში
Firefox კომპიუტერზე მხარდაჭერილია Google Widevine CDM, რომ გაეშვას DRM-დაქვემდებარებული მასალა. Firefox-ში ჩამოიტვირთება და ჩაირთვება Google Widevine CDM ნაგულისხმევად, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებლები დაუბრკოლებლად ისარგებლებენ საიტებით, სადაც გამოიყენება DRM. Firefox-ში ჩამოიტვირთება და ჩაირთვება Google Widevine CDM საჭიროებისამებრ, მომხმარებლის ნებართვით, რომლის მეშვეობითაც დაუბრკოლებლად იქნება შესაძლებელი სარგებლობა საიტებით, სადაც გამოიყენება DRM. CDM ეშვება განცალკევებულ სათავსში გამიჯნულად, შეიტყობთ, როდესაც CDM იქნება გამოყენებული.
აგრეთვე, შეგიძლიათ გათიშოთ CDM და უარი თქვათ მომავალ განახლებებზე, ქვემოთ მოცემული ნაბიჯებით. თუ გაითიშება CDM, შესაბამისად საიტები, რომლებიც ამ სახის DRM-ს იყენებს, სათანადოდ ვერ იმუშავებს.
როგორ ითიშება Google Widevine CDM ამოშლის გარეშე
Google Widevine შეიძლება გაითიშოს დამატებების მმართველიდან, შედეგად ვეღარ გაეშვება კომპიუტერში და მომავალი განახლებებიც ვეღარ ჩამოიტვირთება. CDM-მოდულის გასათიშად:
- დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე , შემდეგ დაწკაპეთ და აირჩიეთ .
- დამატებების სამართავ მოდულების განყოფილებაში, მონახეთ Widevine Content Decryption Module provided by Google Inc. და დაწკაპეთ სამწერტილის ნიშანზე, შემდეგ კი აირჩიეთ (Never Activate) ჩამოშლილი მენიუდან.
შესაძლოა გადააწყდეთ საიტებს, სადაც შიგთავსი არ გაეშვება, თუ Google Widevine არ იქნება ჩართული. ნებისმიერ დროს შეძლებთ ჩართოთ Google Widevine ხელახლა, თუ იმავე მენიუდან აირჩევთ
(Always Activate) მოდულისთვის Widevine Content Decryption Module provided by Google Incუარის თქმა CDM-გაშვებაზე, ამოშლა CDM-ების და ყველანაირი CDM-ჩამოტვირთვის შეწყვეტა
გაქვთ საშუალება, საერთოდ უარი თქვათ და არ გაეშვას HTML5 DRM. შედეგად Firefox წაშლის ყველა ჩამოტვირთულ CDM-ის თქვენი მყარი დისკიდან, შეწყვეტს ყველა მომავალ CDM-ჩამოტვირთვას და გათიშავს DRM-ით გაშვების შესაძლებლობას. ეს მხოლოდ იმოქმედებს DRM-დაქვემდებარებულ HTML5-სახის ვიდეოსა და ხმოვან მასალაზე. თუ გსურთ გათიშოთ HTML5 DRM სრულად, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
- მენიუს (General) არეში, მონახეთ განყოფილება ციფრული უფლებების მართვის (DRM) შიგთავსი (Digital Rights Management Content).
- მოაცილეთ მონიშვნა DRM-დაქვემდებარებული მასალის გაშვებას (Play DRM-controlled content).
შესაძლოა გადააწყდეთ საიტებს, სადაც შიგთავსი არ გაეშვება, თუ DRM არ იქნება ჩართული. ნებისმიერ დროს შეძლებთ ჩართოთ DRM ხელახლა, ამისთვის გახსენით Firefox-ის პარამეტრებიპარამეტრები არე და განყოფილებაში ციფრული უფლებების მართვის (DRM) შიგთავსი, კვლავ მონიშნეთ DRM-დაქვემდებარებული მასალის გაშვება. ამ მონიშვნის შედეგად, HTML5 DRM ისევ გაეშვება და Google Widevine CDM ჩამოიტვირთება ავტომატურად.
მხარდაჭერილი სისტემები
Google Widevine
- Windows Vista და ზემოთ
- Mac OS X 10.11 და ზემოთ
- x64 Linux
უარის თქმის აღნიშნული შესაძლებლობა ყველა სისტემაზეა მხარდაჭერილი, რომელზეც Firefox იყენებს DRM-ს.