Firefox თავადვე აყენებს იმ პარამეტრებს, რომლებიც საუკეთესოდ იქნება მორგებული თქვენს კომპიუტერში სამუშაოდ. მიუხედავად ამისა, მათი სურვილისამებრ შეცვლაც შეგიძლიათ პარაამეტრებიდან:
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
(General) განყოფილებაში ჩაუყევით წარმადობის (Performance) არემდე. მოხსენით მონიშვნა წარმადობის სასურველი პარამეტრების გამოყენებას (Use recommended performance settings).
შედეგად შეგეძლებათ მიუთითოთ:
ხელმისაწვდომობის შემთხვევაში აპარატურული აჩქარების გამოყენება (Use hardware acceleration when available): რისი მეშვეობითაც Firefox გამოიყენებს კომპიუტერის გრაფიკულ პროცესორს, თუ ხელმისაწვდომია, ნაცვლად მთავარი პროცესორისა, მძიმე გრაფიკული მასალის გამოსახვისთვის, მაგალითად ვიდეოების ან თამაშების გასაშვებად. რაც თავის მხრივ გამოუთავისუფლებს რესურსებს სხვა პროგრამებს, თუნდაც თავად Firefox იმუშავებს უფრო სწრაფად. ეს უჯრა ნაგულისხმევად მონიშნულია, მაგრამ არაა ხელმისაწვდომი ყველა გრაფიკული პროცესორისთვის. ცვლილებების ასახვისთვის ზოგჯერ ახლიდან უნდა გაეშვას Firefox.
შიგთავსის პროცესების შეზღუდვა (Content process limit) მრავალპროცესიან Firefox-ზე, რომლის დასახელებაცაა „ელექტროლიზი“ ანუ e10s. ასეთი Firefox ვებმასალებს განათავსებს თითოეულ ჩანართში მთავარი Firefox-პროცესისგან განცალკევებით. შიგთავსის მრავალი პროცესით გაშვება ასწრაფებს მუშაობას და ამცირებს მძიმე საიტებზე უეცრად გათიშვის საფრთხეს. შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ პროცესების რაოდენობის ზღვარი.
შეგიძლიათ მიუთითოთ ერთიდან რვამდე პროცესი შიგთავსისთვის; ნაგულისხმევად რვა იქნება. რაც მეტი პროცესით გაეშვება მასალა, მეტად სწრაფად იმუშავებს ბევრი ჩანართებით, სამაგიეროდ დაიკავებს მეტ მეხსიერებას. შეგიძლიათ შეამციროთ მათი რაოდენობა, თუ საკმარისი მეხსიერება არაა ან იწურება.