Firefox-ის დაცვა ამოცნობის წინააღმდეგ

ეს სტატია შესაძლოა მოძველებული იყოს.

ინგლისური ვერსია, რომელზეცაა დაფუძნებული, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. სანამ ეს გვერდი განახლდება, უფრო მეტად გამოგადგებათ: Firefox's protection against fingerprinting

Firefox Firefox ბოლოს განახლებული:

დანარჩენი ბრაუზერების მსგავსად, Firefox-ის შესაძლებლობები დამოკიდებულია საოპერაციო სისტემაზე, აპარატურაზე, ვიდეოდაფაზე, დამატებით პროგრამებსა და დაყენებულ შრიფტებზეც კი. ზოგიერთი ვებტექნოლოგიით, როგორიცაა HTML5-გრაფიკის გამოსახვა (HTML5 Canvas), შესაძლებელია თქვენი ყველასგან გამორჩევა იმისდა მიხედვით, თუ როგორ ქმნის თქვენი კომპიუტერი გამოსახულებებს.

ვებსაიტების ნაწილი, უფრო ზუსტად ისინი, რომლებიც იყენებს HTML5-გრაფიკის გამოსახვას, აღრიცხავს გამოყენებული საშუალებებისგან შექმნილ უნიკალურ უერთიერთკავშირს და განიჭებთ საგანგებო ნომერს, ანუ ერთგვარ „თითის ანაბეჭდს“ (fingerprint), რომლითაც შესაძლებელი იქნება თქვენი ამოცნობა ვებსივრცეში. ამ „თითის ანაბეჭდით“, თქვენს შესახებ შეიძლება მონაცემები მოაგროვონ, მიზნობრივი და შერჩევითი რეკლამირებისთვის.

Firefox უკვე აღჭურვილია თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვისშიგთავსის შეზღუდვის შესაძლებლობით, რომელიც ზღუდავს ცნობილ „ამომცნობებს“ როცა პირადულობის პარამეტრებში დაცვის დონედ არჩეულია ჩვეულებირივი (ნაგულისხმევი) ან მკაცრი. ამოცნობისგან დაცვა კიდევ სხვა, საცდელი შესაძლებლობაა, რომელიც ჯერ ისევ მუშავდება Firefox-ში. ეს კი ნიშნავს, რომ იგი გაართულებს ვებგვერდების მონახულებას, ასე რომ, გირჩევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოთ, თუ უბრალოდ, ამ შესაძლებლობების მოსინჯვა გსურთ.

როგორ დამიცავს?

თუ ვებსაიტი შეეცდება თქვენი მონაცემების მიღებას, Firefox ამოგიგდებთ გაფრთხილებას მისამართების ველში. თქვენ კი შეგეძლებათ დაუშვათ ან შეუზღუდოთ საიტს თქვენს მონაცემებთან წვდომა. ესაა ზოგადი აღწერა, თუ როგორ მუშაობს.

fingerprint promptFx75-HTML5Canvas

თუმცაღა, მხოლოდ გამოსახვის ნებართვის მოთხოვნა არაა ის, რასაც ამოცნობისგან დაცვა აკეთებს. აგრეთვე, ყურადღება ექცევა სხვა გარემოებების ცვლილებასაც:

  • თქვენი დროის სარტყელი გადაიცემა UTC-კოდით
  • კომპიუტერში დაყენებული ყველა შრიფტი არაა ვებგვერდისთვის ხელმისაწვდომი
  • ბრაუზერის ფანჯარა თავისით ყენდება განსაზღვრულ ზომებზე
  • ბრაუზერი აჩვენებს ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის ნომერსა და საოპერაციო სისტემას
  • თქვენი კლავიატურის განლაგება და ენა ინიღბება
  • თქვენი ვებკამერისა და მიკროფონის შესაძლებლობები იფარება
  • ფაილების სტატისტიკის API იტყობინება დამაბნეველ მონაცემებს
  • საიტთან დაკავშირებული ნებისმიერი ზომის ცვლილება უგულებელყოფილია
  • ხმოვანი ამოცნობის, თამაშის სამართავის, შეხების აღმქმელებისა და წარმადობის API-ები გათიშულია
ესა არაა სრული სია – სხვა შესაძლებლობებიც შეიძლება შეიცვალოს ან გაითიშოს.

როგორ ჩავრთო ან გამოვრთო ეს დაცვა?

ვინაიდან, ამოცნობისგან დაცვა ჯერჯერობით საცდელი შესაძლებლობაა, მისი ჩართვა ხდება about:config-იდან დაშვებით. აგრეთვე, გაფართოების მეშვეობითაც შეიძლება ჩაირთოს.

დამალული პარამეტრების ცვლილებამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს Firefox-ის მდგრადობასა და უსაფრთხოებაზე. განკუთვნილია, მხოლოდ გამოცდილი მომხმარებლებისთვის.

  1. მისამართების ველში აკრიფეთ about:config და დააწექით ღილაკს EnterReturn.
    გამოჩნდება გაფრთხილება. დააწკაპეთ ღილაკზე ვცნობ რისკებს! (I accept the risk)საფრთხის გაცნობიერება და გაგრძელება (Accept the Risk and Continue) რომ გადახვიდეთ about:config-ის გვერდზე.
  2. მონახეთ privacy.resistFingerprinting და შეამოწმეთ, არის თუ არა გამუქებული, მნიშვნელობით true. თუ არის, მაშინ თქვენ ან რომელიმე ჩადგმულ გაფართოებას, უკვე ჩაურთავს ეს პარამეტრი. შეგიძლიათ ორჯერ დაწკაპებით ან ღილაკზე გადართვა (Toggle) Fx71aboutconfig-ToggleButton დაჭერით ცვალოთ მისი მნიშვნელობები about:config-იდან.

თუ აღმოაჩენთ, რომ ეს პარამეტრი კვლავ ჩაირთო, ეტყობა თქვენ მიერ დაყენებული რომელიმე გაფართოება, თავად გირთავთ უსაფრთხოების მიზნით.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად