Firefox-ის ენის შეცვლა iOS-ზე

Firefox for iOS Firefox for iOS შექმნილი:

Firefox-ზე ენა იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა ენა არის მითითებული თქვენს iPhone, iPad ან iPod touch მოწყობილობაზე, შესაბამისად ენის შესაცვლელად არაა საჭირო Firefox-ის ხელახლა დაყენება. ქვემოთ მოცემულია მითითებები, როგორ ხდება ენის არჩევა:

  1. დააჭირეთ Settings (პარამეტრების პროგრამის ხატულას) თქვენს iPad-ზე ან iPhone-ზე.
  2. გადადით განყოფილებაზე General.
  3. მონახეთ Language & Region.
  4. დააჭირეთ iPad/iPod/iPhone Language-ს ასარჩევი ენების სანახავად.
  5. შეეხეთ იმ ენის დასახელებას, რომლის დაყენებაც გსურთ, შემდეგ კი ღილაკს Done.

ადროვეთ მოწყობილობას რამდენიმე წამი სანამ გახსნით Firefox-ს.

იხილეთ Firefox ხელმისაწვდომია iPhone-ისა და iPad-ისთვის ჩემს ენაზე? ხელმისაწვდომი ენების სანახავად.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად