Firefox
Firefox
ბოლოს განახლებული:
კითხვის რეჟიმი წარმოადგენს Firefox-ის შესაძლებლობას, რომელიც აცილებს ზედმეტობებს, როგორებიცაა ღილაკები, რეკლამები, ფონური სურათები, ვიდეოები და საშუალებას გაძლევთ მოირგოთ იერსახე, ტექსტის მოხერხებულად წასაკითხად .
გვერდის ნახვა კითხვის რეჟიმში
- თუ გვერდი ხელმისაწვდომია კითხვის რეჟიმში, შესაბამისი ხატულა გამოჩნდება მისამართების ველში.
- დაწკაპეთ კითხვის რეჟიმის ხატულაზე ; როცა ლურჯია ნიშნავს, რომ უკვე მოქმედია.
მითითება: თუ გვერდი ხელმისაწვდომია კითხვის რეჟიმში, მასთან წვდომა შეგიძლია მენიუს ზოლიდანაც თუ მენიუს ზოლის ჩვენება ჩართულია, (view) დაწკაპებით და შემდეგ (Enter Reader View). სანაცვლოდ, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკებს Ctrl + Alt + Rღილაკს F9ღილაკებს command + option + R კითხვის რეჟიმის გადასართავად.
კითხვის რეჟიმის პარამეტრების შეცვლა
პარამეტრები გამოჩნდება წასაკითხი ტექსტის მარცხენა მხარეს:
კითხვის რეჟიმის პარამეტრებია:
- : კითხვის რეჟიმის დახურვა.
- : განლაგების მორგება (ტექსტის შრიფტის, ზომის, სიგანისა და ხაზების დაშორების) და იერსახის შერჩევა (ნათელი, მოყავისფრო, მუქი) საკითხავ გვერდზე.
- : ტექსტის ხმოვანი წაკითხვა Firefox-ში.
- ეს ღილაკი გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Windows/Mac/Linux სისტემაში დაყენებული გაქვთ ტექსტის წარმოთქმის კრებული იმ ენისთვის, რომლითაც სტატიაა დაწერილი.
- ქართული ტექსტის წამკითხველი ნაგულისხმევად აყენია Linux-ის სისტემებზე.
- : შენახვა Pocket-ში.
Firefox Android-ზე: წაკითხვის რეჟიმით სარგებლობა შეგიძლიათ Firefox-ის Android-ვერსიაზეც! იხილეთ სტატია როგორ გამოვიყენო კითხვის რეჟიმი Firefox Android-ზე.