Firefox-ის პაროლების მმართველი გაცნობებთ იმ ანგარიშების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამჟღავნებულიყო საიტებზე იერიშის მიტანისას. თუ თქვენ მიერ შენახული ანგარიშის მონაცემები გამჟღავნდა რომელიმე ცნობილი მიტაცების დროს, იხილავთ გაფრთხილებას ამ ანგარიშის თანხლებით.
როგორ გამცნობთ Firefox იერიშმიტანილი საიტების შესახებ
Firefox ამოწმებს საიტზე ცნობილი იერიშის თარიღს და ადარებს იმ თარიღს, როდესაც პაროლი შეინახეთ ამ ვებსაიტისთვის. თუ საიტიდან მონაცემები მიტაცებულია პაროლის შენახვის შემდეგ, იხილავთ გაფრთხილებას.
Firefox აგრეთვე ამოწმებს, ხელმეორედ ხომ არ იყენებთ იმავე დაუცველ პაროლს სხვა ანგარიშისთვისაც, რომელთაც ინახავთ Firefox-ში. ამისთვის ბრაუზერი ქმნის დაშიფრულ სიას თქვენი გამჟღავნებული პაროლებისას და ადარებს ყველა შენახულ პაროლს. Firefox არ აღრიცხავს თქვენს პაროლებს უბრალო ტექსტის სახით და არ ეცნობა მათ.
იერიშმიტანილი საიტების გაფრთხილების გათიშვა
ამ შესაძლებლობის გათიშვა Firefox-ს აგრეთვე არ მისცემს საშუალებას გაარკვიოს, ხელმეორედ იყენებთ თუ არა გამჟღავნებულ და დაუცველ პაროლებს სხვა ანგარიშებისთვისაც.
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
- აირჩიეთ ანგარიშებისა და პაროლებისპაროლების არემდე.
- მოუხსენით მონიშვნა ცნობები პაროლების შესახებ იერიშმიტანილი საიტებიდან.