დებულების (ინგ. Policy) მხარდაჭერით სარგებლობა შესაძლებელია JSON-ფაილით, რომლის დასახელებაცაა policies.json. განსხვავებით Firefox-ის Group Policy-ით მართვისა, policies.json-ს გააჩნია მრავალპლატფორმული თავსებადობა, რაც მეტად გამოსადეგ საშუალებად აქცევს მას იმ დაწესებულებებისთვის, რომელთა სამუშაო ხელსაწყოები, სხვადასხვა საოპერაციო სისტემებზე მუშაობს.
მოცემული დებულების მხარდაჭერის გამოსაყენებლად, საჭიროა შეიქმნას ფაილი policies.json
. ეს ფაილი უნდა განთავსდეს საქაღალდეში distribution
, რომელიც თავისმხრივ Firefox-ის ძირითად საქაღალდეში უნდა იყოს. ნაგულისხმევად, მოცემულ მისამართზე ეს ფაილი არ იქმნება, ამიტომ ხელით დამატებაა საჭირო.
ფაილი policies.json გამოიყურება შემდეგნაირად:
{ "policies": { "BlockAboutConfig": true } }
მოცემულ მაგალითში, დებულებას BlockAboutConfig
მითითებული აქვს მნიშვნელობა true
, რაც გულისხმობს რომ მომხმარებელს არ ექნება წვდომა გვერდთან about:config
.
ჩვენი დებულებების შესახებ ბოლო სიახლეები ხელმისაწვდომია ჩვენს GitHub-საქაღალდეში.