Firefox
Firefox
შექმნილი:
ამ სტატიაში ახსნილია, თუ როგორ ხდება სანიშნების HTML ფაილად შენახვა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მარქაფის სახით ან სხვა ბრაუზერში გადასატანად.
- მსგავსი მითითებები ცალკეული ბრაუზერებისთვის: სანიშნების გადატანა Internet Explorer-ში, სანიშნების გადატანა Safari-ში.
დაწკაპეთ ბიბლიოთეკის ღილაკს ხელსაწყოთა ზოლზე. (თუ არ ჩანს, ჯერ დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე სურათი "fx57menu" არ არსებობს. და შემდეგ
). დაწკაპეთ (bookmarks) და შემდეგ დაწკაპეთ ყველა სანიშნის ჩვენება (Show All Bookmarks) ქვედა ზოლზე.- ბიბლიოთეკის ფანჯრის ხელსაწყოთა ზოლზე დაწკაპეთ დამარქაფების ღილაკზე
და აირჩიეთ (Import and Backup) (Export Bookmarks to HTML) ჩამოშლილი მენიუდან. - სანიშნების ფაილის გატანის ახლადგახსნილ ფანჯარაში, აირჩიეთ ფაილის შესანახი მდებარეობა, რომლის დასახელებაც ნაგულისხმევად იქნება bookmarks.html. შესანახად, სამუშაო ეკრანი, ჩვეულებრივ, კარგი ადგილია, თუმცა ნებისმიერი სხვა, ადვილად დასამახსოვრებელი საქაღალდეც გამოდგება.
- დააწკაპეთ ღილაკზე (Save). სანიშნების ფაილის გატანის ფანჯარა დაიხურება.
- დახურეთ ბიბლიოთეკის ფანჯარა.
თქვენი სანიშნები წარმატებითაა გატანილი Firefox-იდან. სანიშნების HTML ფაილი შენახულია და მზადაა სხვა ბრაუზერში გადასატანად.