Firefox-ის შეკეთება – დამატებებისა და პარამეტრების თავიდან გამართვა

Firefox Firefox ბოლოს განახლებული:

This feature is available on Firefox for desktop or laptop computers.

თუ Firefox-ს რაღაც ხარვეზები აქვს, შეკეთებით შეძლებთ ბრაუზერის თავდაპირველ მდგომარეობაზე დაბრუნებას, მნიშვნელოვანი მონაცემების – სანიშნებისა და პაროლების დაკარგვის გარეშე.

გაითვალისწინეთ: Firefox-ის შეკეთებისას, მოცილდება დამატებები და მორგებული პარამეტრები, მათ შორის გაფართოებები, მათი მონაცემები და about:config გვერდზე შეცვლილი მახასიათებლები. თუ ხელმისაწვდომობის პარამეტრებიც მორგებული გაქვთ, მათი დაბრუნებაც გახდება საჭირო. შეკეთებამდე, ჯერ სცადეთ Firefox-ის უსაფრთხო რეჟიმი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

Firefox-ის შეკეთება

  1. დააჭირეთ პირდაპირ ამ ღილაკზე Firefox – შეკეთება, თუ Firefox-ით კითხულობთ სტატიას.
    არ იმუშავებს, ბრაუზერის წინასწარ ანაწყობებსა და მობილურ ვერსიებზე.
  2. გასაგრძელებლად, კვლავ დააჭირეთ ღილაკს Firefox – შეკეთება (Refresh) გამოსულ ფანჯარაში.
  3. Firefox თავადვე დაიხურება შესაკეთებლად. როცა დასრულდება, ფანჯარაში გამოჩნდება ცვლილებების ჩამონათვალი. დაწკაპეთ ღილაკზე დასრულება (Finish) და Firefox გაეშვება.

შენიშვნა: Firefox-ის შეკეთების ღილაკი, ასევე იქნება Firefox-ის უსაფრთხო რეჟიმის ფანჯარაში, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ Firefox-ის ჩვეულებრივ გაშვებას. აგრეთვე, შეკეთება შეგიძლიათ ხელით, ახალი პროფილის შექმნით და საჭირო მონაცემების ძველი პროფილიდან გადმოტანით.

რა მოხდება შეკეთების შედეგად?

Firefox-ის ყველა თქვენი პარამეტრი და პირადი მონაცემი, ინახება პროფილის საქაღალდეში. შეკეთების შედეგად, შეიქმნება პროფილის ახალი საქაღალდე, მნიშვნელოვანი მონაცმების შენარჩუნებით.

დამატებები, რომლებიც ინახება Firefox-ის პროფილის საქაღალდეში, მათ შორის გაფართოებები და თემები, წაიშლება. დამატებები, რომლებიც სხვაგანაა განთავსებული არ წაიშლება, თუმცა შეცვლილი პარამეტრები ჩამოიყრება.

Firefox არ შეეხება შემდეგ მონაცემებს:

  • სანიშნები
  • მონახულებული გვერდების და ჩამოტვირთვების ისტორია
  • პაროლები
  • ფუნთუშები
  • შევსებული ველების მონაცემები
  • პირადი ლექსიკონი

მოცილდება შემდეგი პარამეტრები და მონაცემები:

გაითვალისწინეთ: შეკეთების შედეგად Firefox-ის ძველი პროფილი განთავსდება თქვენს სამუშაო ეკრანზე (desktop) საქაღალდეში სახელად „Firefox — ძველი მონაცემები“ (Old Firefox Data). თუ ვერ მოგვარდება ხარვეზები, მოცილებული მონაცემების ნაწილი შეგეძლებათ დააბრუნოთ ამ საქაღალდიდან ახალი პროფილის საქაღალდეში გადატანით. თუ აღარ გჭირდებათ ეს საქაღალდე, ჯობია წაშალოთ, ვინაიდან პირადი სახის მონაცემებს შეიძლება შეიცავდეს.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად