Firefox
Firefox
ბოლოს განახლებული:
Firefox საშუალებას გაძლევთ, იხილოთ მენიუები, შეტყობინებები და ნებისმიერი წარწერა Firefox-ის სამუშაო გარსში სხვა ენაზე.
მითითება: ვებგვერდების სასურველ ენაზე მისაღებად იხილეთ ენის შერჩევა მრავალენოვანი ვებგვერდისთვის.
სარჩევი
Firefox-ის გადაყვანა სხვა ენაზე
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეუცვალოთ ენა Firefox-ის მენიუებს, შეტყობინებებსა და დანარჩენ წარწერებს.
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
- (General) განყოფილების ენის (Language) არეში ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ ენა.
- ხელახლა გაუშვით Firefox.
გაითვალისწინეთ: თუ გიყენიათ Firefox Developer Edition ან Firefox Nightly, დაგჭირდებათ ხელახლა გადმოწერა აქედან იმ ენისთვის, რომლის გამოყენებაც გსურთ.
ენების დამატება Firefox-ის გარსისთვის
მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს ენის დასამატებლად Firefox-ში.
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
- განყოფილების ენის არეში დაწკაპეთ (Search for more languages) ჩამოსაშლელი მენიუდან.
- დაწკაპეთ (Select language to add) და აირჩიეთ სასურველი მათგანი, შემდეგ კი დაწკაპეთ (Add).
- გამოიყენეთ ან ღილაკი მიმდევრობის შესაცვლელად, ანდა ენის სიიდან ამოსაშლელად.
- დაწკაპეთ (OK) ცვლილებების შესანახად.
Firefox გამოაჩენს პირველ ენას ნაგულისხმევად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამატებითს, რიგითობის მიხედვით.
დამატებითი ენის მიმდევრობის დაყენება
თუ Firefox-ის რამე ნაწილი არაა ხელმისაწვდომი თქვენს ენაზე, Firefox გამოიყენებს მომდევნო ენას, რომელიც დანარჩენების ზემოთაა.
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
- ენის არეში დაწკაპეთ (Set Alternatives) რომ გაიხსნას Firefox-ის ენის პარამეტრების ფანჯარა.
- აირჩიეთ ენა და გამოიყენეთ ან ღილაკი მიმდევრობის შესაცვლელად, ანდა ენის სიიდან ამოსაშლელად.