Firefox-ში დაგროვებული მარაგის გასუფთავება

Firefox Firefox ბოლოს განახლდა: 2 weeks, 6 days ago

Firefox-ში დაგროვებული მარაგი (ინგ. cache, გამოითქმის „ბრაუზერის ქეში“), ეწოდება დროებით შენახულ სურათებს, სკრიპტებსა და ვებსაიტის სხვა ნაწილებს, რომელთა მომარაგებითაც ბრაუზერი უფრო სწრაფად ახერხებს გვერდების გახსნას. ამ სტატიაში განხილულია დაგროვებული მარაგის მოცილება ბრაუზერიდან, ე. წ. ბრაუზერის ქეშის გასუფთავება.

დროებითი მარაგის გასუფთავება

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. გადადით პირადულობისა და უსაფრთხოების არეში (Privacy & Security).
  3. მონახეთ ფუნთუშები და საიტის მონაცემები და დაწკაპეთ მონაცემების გასუფთავება… (Clear Data).
    • მონაცემთა გასუფთავებისმონახულებული გვერდების მონაცემებისა და ფუნთუშების გასუფთავების არე გაიხსნება.
    Fx91CookiesAndSiteData-ClearCacheFx128CookiesAndSiteData-ClearData-TemporaryCachedFiles
  4. ჩამოსაშლელი მენიუდან როდინდელი: აირჩიეთ ყველაფერი. გადაამოწმეთ, რომ მხოლოდ დროებით მომარაგებული ვებმასალებიდროებით მომარაგებული ფაილები და გვერდებია მონიშნული.
  5. დაწკაპეთ ღილაკს გასუფთავება.
  6. დახურეთ about:preferences გვერდი. შეტანილი ცვლილებები შეინახება.

რჩევა: სხვა გზითაც შეგიძლიათ Firefox-ის დროებითი მარაგის გასუფთავება:

  1. დაწკაპეთ მენიუს ღილაკი სურათი "fx57menu" არ არსებობს.Fx89menuButton და გახსენით მენიუს არე.
  2. დაწკაპეთ ისტორია და აირჩიეთ უახლესი ისტორიის გასუფთავება… (Clear Recent History).
  3. ჩამოსაშლელი მენიუდან გასუფთავების დროის შუალედიროდინდელი: მიუთითეთ ყველაფერი, აირჩიეთ დროებითი მარაგი ჩამონათვალიდან, გადაამოწმეთ, რომ სხვა მონაცემებიც არ იყოს მონიშნული და დაწკპაეთ ღილაკი გასუფთავება ახლავეგასუფთავება.

იხილეთ ეს სტატია უფრო დაწვრილებით.

დროებითი მარაგის ავტომატურად გასუფთავება

ბრაუზერის გასუფთავება დაგროვებული მარაგისგან შესაძლებელია ავტომატურადაც, როცა Firefox დაიხურება:

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. აირჩიეთ პირადულობა და უსაფრთხოება და მონახეთ ისტორია.
  3. ჩამოსაშლელი ველიდან მიუთითეთ, რომ Firefox მონაცემებს მონიშნული მითითებებით განკარგავს (Use custom settings for history).
    Fx100Custom-ClearHistoryWhenFirefoxCloses
  4. მონიშნეთ უჯრა ისტორიის გასუფთავება, როცა Firefox დაიხურება (Clear history when...).
  5. დაწკაპეთ ღილაკი პარამეტრები…. გაიხსნება დათვალიერებული გვერდების მონაცემებისა და ფუნთუშების გასუფთავების არე.
    Fx100SettingsForClearingHistory-CacheFx128ClearHistoryWhenFirefoxCloses-TemporaryCachedFiles
  6. დაუსვით ნიშანი მარაგსდროებით მომარაგებულ ფაილებსა და გვერდებს და გადაამოწმეთ, სხვა რამეც არ იყოს მონიშნული.
  7. დაწკაპეთ კარგიცვლილებების შენახვა, რომ დაიხუროს ისტორიის წაშლის დათვალიერებული გვერდებისა და ფუნთუშების წაშლის არე.
  8. დახურეთ about:preferences გვერდი. შეტანილი ცვლილებები შეინახება.

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად