გაეცანით მიმოხილვების შემმოწმებელს, შესაძლებლობას, რომელსაც გთავაზობთ Firefox, რათა დაადგინოთ, სანდოა თუ არა მიმოხილვები, როცა რაღაცის საყიდლად ეწვევით ინტერნეტმაღაზიებს – Amazon.com, BestBuy.com, და Walmart.com. ამ სტატიაში იხილავთ, რას გთავაზობთ ეს შესაძლებლობა და როგორ გამოიყენოთ სრულყოფილად.
სარჩევი
- 1 რას წარმოადგენს მიმოხილვების შემმოწმებელი
- 2 როგორ გამოვიყენო მიმოხილვის შემმოწმებელი
- 3 პირადულობის დაცვა
- 4 შერჩეული ნივთები დამკვეთებისგან
- 5 ხშირად დასმული კითხვები
- 5.1 რა სხვაობაა მიმოხილვის ხარისხსა და ნივთის ხარისხს შორის?
- 5.2 გავლენა ექნება მიმოხილვის შემმოწმებელს გვერდების მონახულების სიჩქარესა და წარმადობაზე?
- 5.3 შემიძლია მოვირგო მიმოხილვის შემმოწმებლის პარამეტრები?
- 5.4 შემიძლია გამოვიყენო მიმოხილვის შემმოწმებელი სხვა საიტებზეც, თუ მხარდაჭერილია მხოლოდ Amazon, Best Buy და Walmart?
- 6 მსგავსი მასალები
რას წარმოადგენს მიმოხილვების შემმოწმებელი
მიმოხილვების შემმოწმებელი არის Firefox-ის ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ შეძენისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეს შესაძლებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს Fakespot Mozilla-სგან, შეაფასებს გასაყიდი ნაწარმის მიმოხილვებს, რომ გაგარკვიოთ, ნამდვილი მომხმარებლების მიერაა დატოვებული, თუ – მიკერძოებული ან მოსყიდული მომხმარებლების მიერ.
როგორ მუშაობს
მიმოხილვის შემმოწმებელი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს მიმოხილვების შესასწავლად და გასარჩევად ისეთ საიტებზე, როგორიცაა Amazon, Best Buy და Walmart. თითოეული ნაწარმის მიმოხილვას შეაფასებს ნიშნით A-დან F-ამდე სანდოობის მაჩვენებლით.
- A და B: სანდოა მიმოხილვები. მიგვაჩნია, რომ ეს მიმოხილვები მეტწილად ნამდვილი მომხმარებლების დატოვებულია პატიოსნად და მიუკერძოებლად.
- C: მიგვაჩნია, რომ შერეულადაა სანდო და არასანდო მიმოხილვები.
- D და F: არასანდოა მიმოხილვები. მიგვაჩნია, რომ ეს მიმოხილვები მეტწილად ყალბი ან მიკერძოებული მიმომხილველებისგანაა..
შესწორებული შეფასება მიმოხილვის შემმოწმებლით ეყრდნობა მხოლოდ სანდოდ მიჩნეულ მიმოხილვებს. გამოსარჩევი იმ სანდო მიმოხილვებიდან რამდენიმე, რომლებიც ბოლო 80 დღეში დაიწერა.
როგორ დგინდება მიმოხილვის ხარისხი
Fakespot თავისი ხელოვნური ინტელექტით მუდმივად იწვრთნება და იხვეწება მეტი და მეტი მონაცემებით. იგი გულდასმით სწავლობს მიმოხილვებს, პოულობს თავისებურებებს, რომლებიც მიუთითებს სიყალბესა და არასანდო შეფასებებს და უსადაგებს სხვადასხვა სახის შემოწმებებს სიზუსტის დასადასტურებლად. წინ წამოსწევს მიმოხილვებს, რომლებიც ნამდვილი მყიდველების დატოვებულია, ვინაიდან სწორედ ესაა სასარგებლო გამოხმაურების მისაღებად ყველაზე საიმედო წყარო.
როგორ გამოვიყენო მიმოხილვის შემმოწმებელი
- როდესაც შესაძენი ნივთის გვერდს გაგიხსნით Amazon, Best Buy ან Walmart, იხილავთ ფასის ნიშანს მისამართების ველში.
- დაწკაპეთ ამ ფასის ხატულას .
- აირჩიეთ მიმოხილვის შემმოწმებლის ჩასართავად.
შემმოწმებლის დასახურად დაწკაპეთ ✕ ნიშანს გვერდითი ზოლის ზედა მარჯვენა კუთხეში. სანაცვლოდ შეგიძლიათ დაწკაპოთ ფასის ლურჯ ნიშანს მისამართების ველში.
მიმოხილვის შემმოწმებლის გამორთვა
გახსენით პარამეტრები შემმოწმებლის ქვემოთ და აირჩიეთ
(Turn off Review Checker).მიმოხილვის შემმოწმებლის კვლავ ჩართვა
- თუ გსურთ კვლავ გამოიყენოთ მიმოხილვის შემმოწმებელი გამორთვის შემდეგ, ეწვიეთ გასაყიდი ნივთის გვერდს მხარდაჭერილ გადამყიდველ საიტზე.
- დაწკაპეთ ფასის იარლიყის ნიშანს და აირჩიეთ მიმოხილვის შემმოწმებლის ჩასართავად.
პირადულობის დაცვა
Firefox თავდაუზოგავად ცდილობს აღგჭურვოთ მიმოხილვის სანდოობის შესახებ ინფორმაციით თქვენი პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის თანხლებით. მიმოხილვის შემმოწმებლისთვის გამოიყენება შეუმჩნეველი HTTP (OHTTP).
როცა შემმოწმებელი ჩართულია, მიმოხილვების გასარჩევად ვიყენებთ ნაწარმის შესახებ მონაცემებს, რომელთაც გთავაზობთ Amazon, Best Buy და Walmart, მაგრამ OHTTP უზრუნველყოფს, რომ Mozilla არ აკავშირებდეს თქვენს ვინაობას მონახულებულ საყიდლებთან. OHTTP იყენებს დაშიფვრასა და გარეშე შუამავალ სერვერს, ასე რომ Mozilla მხოლოდ ხედავს, რომ ქსელის ეს მოთხოვნა მოდის ვიღაცისგან და საიდანღაც მოცემული ნივთის დასათვალიერებლად.
შერჩეული ნივთები დამკვეთებისგან
მონახულებულის მიხედვით შეიძლება იხილოთ ხოლმე შემოთავაზებული ნივთები მიმოხილვის შემმოწმებელში დასახელებით — სხვა მსგავსი. ზოგჯერ დამკვეთისგანაა და ზოგჯერ – არა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მიზანია, დამხმარე საშუალებებით მოგამარაგოთ საყიდლების შეძენის გასაიოლებლად.
ყველა აღნიშნული ნაწარმი (როგორც დამკვეთისგან, ასევე მის გარეშე):
- მეტად შესაფერისი იქნება თქვენ მიერ მონახულებულთან. არასდროს გიჩვენებთ გასაყიდ ნივთებს შენახული ისტორიის ან მოძიებულის მიხედვით. მაგალითად, თუ ახლა ნახულობთ ფეხზე მდგომ მაგიდას, ჩვენგანაც შემოთავაზებულს იხილავთ მხოლოდ ფეხზე მდგომ მაგიდას.
- იქნება სანდო მიმოხილვებით (A ან B ნიშნით) და შესწორებული შეფასებით არანაკლებ 3.5 ვარსკვლავით.
- დაცული იქნება თქვენი პირადულობა. გამოიყენება შეუმჩნეველი HTTP (OHTTP), რომ Firefox და მისი მოკავშირეები ვერ ახერხებდნენ თქვენ მიერ მონახულებული ნივთების აღრიცხვას. ვრცლად იხილეთ პირადულობის დაცვის შესახებ ზემოთ.
დამკვეთებისგან შემოთავაზებულს ყოველთვის ექნება აღნიშვნა დამკვეთისგან მიწერილი.
თუ გირჩევნიათ, საერთოდ არ იხილოთ შემოთავაზებები (არც დამკვეთისგან და არც ისე), მხოლოდ გახსენით
და მონახეთ ქვემოთ მიმოხილვის შემმოწმებელი:დაწკაპეთ დამკვეთების შეთავაზებებისა და მასალის ჩვენება და გამოირთვება .
ხშირად დასმული კითხვები
რა სხვაობაა მიმოხილვის ხარისხსა და ნივთის ხარისხს შორის?
მიმოხილვის შემმოწმებელი განკუთვნილია მხოლოდ ნაწარმის მიმოხილვის ნამდვილობის შესაფასებლად ელექტრონული ვაჭრობის საიტებზე. იგი ანიჭებს პირობით ნიშნებს გამოხმაურებებსა და შეფასებებს იმისდა მიხედვით, სანდოა თუ არა და ნამდვილი მომხმარებლებისგანაა თუ არა. მას ვერ ექნება წვდომა თავად ნაწარმის ხარისხთან და ვერ შეაფასებს მის მახასიათებლებს, სარგებლიანობასა და გამძლეობას. მიმოხილვის შემმოწმებელი მიმართულია მხოლოდ მიმოხილვების ხარისხის დადგენისკენ და ვერ გაარკვევს, ნივთი რამდენად სასარგებლო ან გამოსადეგია.
გავლენა ექნება მიმოხილვის შემმოწმებელს გვერდების მონახულების სიჩქარესა და წარმადობაზე?
მიმოხილვის შემმოწმებელი გათვლილია უმნიშვნელო დატვირთვისთვის და არ იმოქმედებს გვერდების მონახულებასა თუ ბრაუზერის მუშაობაზე. საქმეს აკეთებს ფონურად და არ საჭიროებს სისტემის საგრძნობ მოთხოვნებს.
შემიძლია მოვირგო მიმოხილვის შემმოწმებლის პარამეტრები?
ჯერჯერობით მიმოხილვის შემმოწმებელი არ იძლევა მორგების შესაძლებლობას. იგი მოქმედებს წინასწარ განსაზღვრული გეგმით მიმოხილვის თავისთავად შეფასებისთვის.
შემიძლია გამოვიყენო მიმოხილვის შემმოწმებელი სხვა საიტებზეც, თუ მხარდაჭერილია მხოლოდ Amazon, Best Buy და Walmart?
ამჟამად მიმოხილვის შემმოწმებლით შეგიძლიათ ისარგებლოთ ამერიკულ გადამყიდველ საიტებზე: Amazon, Best Buy და Walmart. ვმუშაობთ, რომ გავაფართოოთ სია სხვა მაღაზიებითა და ქვეყნებით.