Firefox
Firefox
შექმნილი:
100% of users voted this helpful
სად გაქრა საძიებო ველი? საძიებო ველი ნაგულისხმევად აღარაა წარმოდგენილი Firefox-ში (57 და უფრო ახალ ვერსიებში). იხილეთ ჩემი საძიებო ველი გაქრა - როგორ დავაბრუნო თუ როგორაა შესაძლებელი მისი დაბრუნება.
ძიების ველი შეგიძლიათ გამოიყენოთ Firefox-ში, ვებგვერდების მოსანახად სასურველი საძიებო სისტემების საშუალებით.
საძიებო ველით სარგებლობა
- უბრალოდ, აკრიფეთ ტექსტი ხელსაწყოთა ზოლზე ან ახალი ჩანართის გვერდზე განთავსებულ საძიებო ველში.
- აკრეფისთანავე, ნაგულისხმევი საძიებო სისტემა გაჩვენებთ შემოთავაზებებს, სწრაფი მოძიებისთვის. ვრცლად, იხილეთ Search suggestions in Firefox.
- დააჭირეთ returnEnter ღილაკზე ნაგულისხმევი საძიებო სისტემის გამოსაყენებლად ან მიუთითეთ სხვა საძიებო სისტემა, შესაბამის ლოგოზე დაწკაპებით.

ხელმისაწვდომი საძიებო სისტემები
Firefox-ს მოყვება შემდეგი საძიებო სისტემები ნაგულისხმევად:
- Yahoo ვებგვერდების Yahoo საიტით მოსაძიებლად
- Google გვერდების მოსაძიებლად Google საიტით
- Bing გვერდების მოსაძიებლად Microsoft Bing საიტით
- Amazon.com ნივეთების მოსაძიებლად Amazon.com მაღაზიაში
- DuckDuckGo საძიებო სისტემა მათთვის, ვისაც არ სურს თვალს ადევნებდნენ ძიებისას
- eBay ინტერნეტ-აუქციონების მოძიება ebay.com საიტზე
- Twitter ხალხის მოსაძიებლად Twitter საიტზე
- Wikipedia (KA) ინტერნეტ-ენციკლოპედიის ქართულ ვერსიაში მოძიება
ძიების პარამეტრების მორგება: თუ არსებული პარამეტრები არაა თქვენთვის გამოსადეგი, მარტივადაა შესაძლებელი მათი შეცვლა. თუ გსურთ გაიგოთ როგორ, იხილეთ ძიების ნაგულისხმევი პარამეტრების შეცვლა და საძიებო სისტემების დამატება ან წაშლა Firefox-ში.