უსაფრთხო შეერთება მიუწვდომელია და Firefox წყვეტს კავშირს

Firefox Firefox ბოლოს განახლებული: 13 hours ago

ამ სტატიაში განხილულია, რატომ აჩვენებს ზოგჯერ Firefox, რომ უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა ან ვერ დაუკავშირდა: სავარაუდოდ უსაფრთხოების ხარვეზის გამო და რა შეიძლება მოიმოქმედოთ.

დაცული კავშირი ვერ შედგა

როცა საიტი ცდილობს დაცული (https) არხით დაუკავშირდეს თქვენს კომპიუტერს, Firefox თავის მხრივ ამოწმებს მის ნამდვილობასა და უსაფრთხხოების საშუალებებს საიტის სერტიფიკატით. თუ Firefox ვერ შეძლებს დაამყაროს დაცული კავშირი, გამოჩნდება გვერდი, რომ უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა ან ვერ დაუკავშირდა: სავარაუდოდ, უსაფრთხოების ხარვეზის გამო.

უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა

შეცდომის გვერდს (Secure Connection Failed) დართული ექნება განმარტება და ღილაკი სცადეთ ხელახლა ამ სახის შეცდომისას გამონაკლისის დამატება ან გვერდის ავლა შეუძლებელია.

Fx97SecureConnectionFailed

იქვე ეწერება, რომ:

  • გვერდის ჩვენება, რომლის ნახვასაც ცდილობთ, შეუძლებელია, რადგან მიღებული მონაცემების ნამდვილობის დადასტურება ვერ ხერხდება.
  • გთხოვთ, მიმართოთ ვებსაიტის ხელმძღვანელობასა და მოახსენოთ ამ ხარვეზის შესახებ.

ვერ დაუკავშირდა: სავარაუდოდ, უსაფრთხოების ხარვეზის გამო

ზოგ შემთხვევაში, შეცდომის გვერდზე შეიძლება გამოჩნდეს Did Not Connect: Potential Security Issue.

Fx97SecError-DidNotConnect

ამ გვერდზეც იქნება დართული განმარტება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ღილაკი დამატებით… ტექნიკური მონაცემების დაწვრილებით სანახავად. უსაფრთხოების გამონაკლისის დამატება და საიტის მონახულება შეუძლებელია.

საიტის მხრიდან ხარვეზები

მხარდაუჭერელია TLS-ვერსია

ზოგი ვებსაიტი იყენებს ვადაგასულ (უკვე დაუცველ) Transport Layer Security (TLS-ოქმს) კავშირის დასამყარებლად. Firefox კი გიცავთ და ზღუდავს ამგვარი საიტების მონახულების შესაძლებლობას, როცა უსაფრთხო კავშირი გაუმართავია. შეეხმიანეთ საიტის ხელმძღვანელობას და სთხოვეთ, განაახლონ TLS-ვერსია მეტად დაცულით.

უმცირესი მხარდაჭერილი TLS-ვერსია ნაგულისხმევად არის TLS 1.2. ვებსაიტებზე, რომლებზეც არაა მხარდაჭერილი TLS 1.2 ან უფრო მაღალი, გამოჩნდება გვერდი – უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა შეცდომის კოდით: SSL_ERROR_UNSUPPORTED_VERSION და იქვე დართული ცნობით, რომ შესაძლოა, საიტზე არაა მხარდაჭერილი TLS 1.2 ოქმი, ეს კი ის უმცირესი ვერსიაა, რომელსაც საჭიროებს Firefox.

Fx97SecureConnectionFailed-TLS

მოთხოვნილია HSTS

საიტების ნაწილს შეიძლება მოთხოვნილი ჰქონდეს HTTP Strict Transport Security (HSTS) და ამგვარ საიტებს ვერ მოინახულებთ უსაფრთხო კავშირის გარეშე.

დამცველ პროგრამებთან შეუთავსებლობა

უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროგრამების უმეტესობას შეუძლია უსაფრთხო კავშირებში ჩარევა. ეს კი იწვევს შეცდომებსა და გაფრთხილებებს დაცულ საიტებზე. თუ არაერთ საიტზე აწყდებით ამგვარ გაფრთხილებებს, დამცველი პროგრამის განახლებამ ან პარამეტრების ცვლილებამ შეიძლება გამოასწოროს ხარვეზები. იხილეთ ამ სტატიაში ანტივირუსულ პროგრამებზე, თუ რომელი მათგანი რა შეცდომას წარმოშობს, მათ შორის Avast, AVG და ESET.

Windows-ის საოპერაციო სისტემისთვის.

გასასწორებელი დრო სისტემაში

Firefox იყენებს სერტიფიკატებს, რომ გადაამოწმოს, ინფორმაცია ხომ ნამდვილად მას ეგზავნება, ვისთვისაცაა განკუთვნილი და მიმყურადებლები ვერ ხელყოფენ. მცდარი თარიღის გამო კი Firefox სწორად ვერ დაადგენს სერტიფიკატის ვადას. დარწმუნდით, რომ კომპიუტერში გასწორებულია თარიღი, დრო და სასაათე სარტყელი. ვრცლად იხილეთ საიტების სერტიფიკატებთან დაკავშირებული შეცდომების გამოსწორება.

სხვა ხარვეზები კავშირისას

დანარჩენი შეცდომების ჩამონათვალი თითოეულის მოკლე აღწერილობით, აგრეთვე NSS- და SSL-კოდები იხილეთ Firefox-ის მასალებში.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად