ელფოსტაზე დიდი ოდენობით არასასურველი ან სარეკლამო წერილების (სახელწოდებით „ჯართი“, ანუ „სპამი“) ასარიდებლად Thunderbird იყენებს მორგებად, მოქნილ ფილტრს, რომელიც სწავლობს თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, რომელი სახის წერილებია გამოსადეგი და რომლებია უსარგებლო.
სარჩევი
მიმოხილვა
Thunderbird თავისი მოქნილი ფილტრით იყენებს ბაიესის ალგორითმსა და დამატებით თქვენ მიერ შეგროვებულ საწვრთნელ მონაცემებს, რომ დაადგინოს, რომელი წერილებია ჯართად (სპამად) მოსანიშნი. მაგრამ ამგვარი ალგორითმის გამოყენება იმის საწინდარი ვერ იქნება, რომ ამჟამად ჯართად მონიშნული წერილი მომავალშიც აუცილებლად ჯართად იქნება მიჩნეული. უპირობოდ მონიშვნისთვის იხილეთ ფილტრების ხელით შექმნა.
მნიშვნელოვანი წერილების ჯართად მონიშვნის ᲐᲠᲘᲓᲔᲑᲘᲡ უზრუნველსაყოფად კი იხილეთ გამონაკლისებში დამატება.
გარდა ამისა, ვინაიდან ჯართი წერილების მახასიათებლები მუდმივად ცვალებადია, სასურველია, რომ დროდადრო გაიწვრთნას ხოლმე Thunderbird. თუ ხშირად არ ეცდებით გაწვრთნათ Thunderbird, ვერ მოგცემთ სასურველ შედეგს.
ჯართის გაფილტვრის გამართვა
ჯართის საერთო პარამეტრები
ჯართისგან გაფილტვრა ნაგულისხმევად ისედაც ჩართულია. ამასთანავე, შეგიძლიათ მომართოთ ჯართის საერთო პარამეტრები, თუ როგორ მოეპყრას უსარგებლოდ მიჩნეულ წერილებს. ეს პარამეტრები გამოყენებული იქნება ყველა ანგარიშისთვის (თუმცა ზოგიერთი პარამეტრი შეიძლება ჩანაცვლდეს ცალკეული ანგარიშის გამართვით, როგორც ოდნავ ქვემოთ იქნება ნაჩვენები).
- დაწკაპეთ > >
- ჩაუყევით და მონახეთ ჯართი. მოირგეთ პარამეტრები სურვილისამებრ.
ცალკეული ანგარიშის გამართვა
ჯართის პარამეტრები ელფოსტის თითოეულ ანგარიშზე გამართვისას ჩაანაცვლებს ზემოთ აღნიშნულ საერთო პარამეტრებს.
- დაწკაპეთ
როგორ უნდა გამოირთოს Thunderbird-ის მოქნილი ფილტრი
- მოუნიშნავად დატოვეთ ჯართის მოქნილად მართვის ამოქმედება ამ ანგარიშისთვის (Enable Adaptive Junk...)
გამონაკლისებში დამატება
გამონაკლისების დასამატებლად შეგიძლიათ მონახოთ პარამეტრი – წერილის ჯართად მონიშვნის არიდება, თუ გამომგზავნს შეიცავს: – და მიუთითოთ „წიგნაკი“. შედეგად, იმ გამომგზავნის წერილს აღარ მონიშნავს ჯართად Thunderbird, რომელსაც მისამართების წიგნაკში იპოვის. მიუხედავად ამისა, მაინც შეგეძლებათ გამონაკლისის მქონე გამომგზავნისგან მიღებული წერილის ჯართად მონიშვნა.
სასურველია, ჩართული გქონდეთ გამონაკლისები, რომ არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი ხალხისგან მიღებული წერილები ჯართად მონიშვნის გამო (შემთხვევით რომ არ მოხვდეს სპამის საქაღალდეში).
ჯართის ფილტრის გაწვრთნა
იმისთვის, რომ Thunderbird შედეგიანად ახერხებდეს ფილტრის გამოყენებას, უნდა გაწვრთნათ ხოლმე არასასურველი წერილებისა და იმ წერილების ამოსაცნობად, რომლებიც არ უნდა მიიჩნეოდეს ჯართად. თუ ორივეს არ ეცდებით, ფილტრი ვერ იქნება შედეგიანი.
ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია უსარგებლო წერილების ჯართად მონიშვნა მათ წაშლამდე. მხოლოდ წაშლით ვერ გაიწვრთნება ფილტრი.
როგორ ეცნობოს Thunderbird-ს, რომელია ᲯᲐᲠᲗᲘ
რამდენიმე გზაა წერილების ჯართად მოსანიშნად:
- შეგიძლიათ დაწკაპოთ პატარა ნიშანზე ჯართის სვეტში, წერილების სიის არეში:
- აგრეთვე შეგიძლიათ ღილაკი წერილის თავსართის არეში:
- ან შეგიძლიათ დააჭიროთ J ღილაკს კლავიატურაზე ერთი ან რამდენიმე წერილის ჯართად მოსანიშნად.
როგორ ეცნობოს Thunderbird-ს, რომელი ᲐᲠᲐᲐ ᲯᲐᲠᲗᲘ
ზოგჯერ Thunderbird-ის ჯართის ფილტრი შეიძლება შეცდეს და არამართებულად მონიშნოს გამოსადეგი წერილები უსარგებლოდ. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, რომ მიუთითოთ, რომელი წერილი არაა ჯართი, განსაკუთრებით, ახლად დაყენებული როცაა Thunderbird.
არაერთი გზით შეიძლება მიეთითოს წერილებს, რომ არაა ჯართი.
- დაწკაპეთ ღილაკი წერილების სიაში:
- დაწკაპეთ ჯართის წითელი ალის ხატულაზე წერილების სიის შესაბამის სვეტში, რომ ჯართით აღნიშვნა გადაირთოს გამოსადეგად მონიშვნაზე:
- ან დააჭირეთ Shift+J ღილაკებს კლავიატურაზე და ერთ ან რამდენიმე წერილს მიეთითება, რომ არაა ჯართი.
განმეორებითი წვრთნა
აუცილებლად დროდადრო უნდა გაწვრთნათ ხოლმე ფილტრი გამოსადეგი წერილების მონიშვნით, რომ ნამდვილად არაა ჯართი – იგულისხმება ის წერილები, რომლებსაც შეიცავს შემოსულებისა და განსხვავებულად დახარისხებული წერილების საქაღალდეები. ამ შემთხვევაში მხოლოდ კლავიატურის მალსახმობის გამოყენება შეგიძლიათ Shift+J კლავიშებით, ვინაიდან ღილაკი მხოლოდ იმ წერილებზე ჩანს ხოლმე, რომლებიც უკვე ჯართადაა მონიშნული. რამდენიმე ამგვარი წერილის მონიშვნა კვირაში საკმარისი იქნება წვრთნისთვის, ამასთანავე, ბევრი წერილის არჩევა და ერთდროულად მონიშვნაცაა შესაძლებელი.
სამწუხაროდ, სამომხმარებლო გარსი არ იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, წერილი წინათაც იყო თუ არა „გამოსადეგად“ მონიშნული.
სხვა გზები არასასურველი წერილების შესაზღუდად
Thunderbird-ის მოქნილი ფილტრი ჯართისთვის არ წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას ცალკეული მისამართისა თუ ცალკეული სახის წერილებისგან თავდასაცავად. შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტად მძლავრი საშუალებებიც არასასურველი წერილების ასარიდებლად.
ფილტრების ხელით შექმნა
ხელით შეგიძლიათ:
- შეზღუდოთ ზოგიერთი გამომგზავნი.
- შექმნათ ფილტრები, რომ შეზღუდოთ წერილები თემის მიხედვით ან სხვა რამე მოთხოვნის დაწესებით.
გარეშე მომსახურებით სარგებლობა გასაფილტრად
აგრეთვე შეგიძლიათ დაიხმაროთ რამე სხვა გარეშე მომსახურება, რომელიც შედეგიანად ახარისხებს ელფოსტის წერილებს და ზღუდავს ჯართს.
- დაწკაპეთ > > თქვენი ანგარიში >
- ჩართეთ – ჯართის თავსართების ნდობა, რომელთაც უთითებს:.
- აირჩიეთ გარეშე მომსახურება ჩამოსაშლელი მენიუდან.