საიტს ვერ აჩვენებს Firefox უნებართვოდ, როცა სხვა საიტზეა ჩაშენებული

Firefox, Firefox for Android Firefox, Firefox for Android ბოლოს განახლებული: 2 days, 22 hours ago

თუ ამ შეცდომას წააწყდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ვებსაიტი ცდილობს მეორე ვებსაიტის მასალის ჩვენებას მფლობელის უნებართვოდ.

ნებისმიერ ვებსაიტს თავდასაცავად შეუძლია გამოიყენოს x-frame-პარამეტრები ან მასალის დაცვის დებულება, რითაც განსაზღვრავს, შეეძლება თუ არა სხვა ვებსაიტს მისი ჩამატება საკუთარ გვერდებზე. ესაა უსაფრთხოების გადამწყვეტი შესაძლებლობა, რომ ავიცილოთ, ეგრეთ წოდებული დაწკაპების მითვისების (Clickjacking) შეტევები, რაც საშუალებას აძლევს მავნე საიტებს, მოტყუებით გადაიყვანონ მომხმარებლები ისეთ ბმულებზე, რომელთა მონახულებას არც კი გეგმავდნენ.

იმ საიტის სანახავად კი, რომელიც ამ შეტყობინებას გიჩვენებთ, შეგიძლიათ მასზე მარჯვენა წკაპით აირჩიოთ ბმულის გახსნა ახალ ჩანართში ან ბმულის გახსნა ახალ ფანჯარაში. ანდაც შეგიძლიათ ასლი აიღოთ და ჩასვათ უკვე გახსნილ სხვა ჩანართსა თუ ფანჯარაში. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ ჩაშენებულმა გვერდმა შეიძლება ვერ იმუშაოს გამართულად შეზღუდულ მასალასთან წვდომის გარეშე. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ საიტის ხელმძღვანელობას (თუ სანდო საიტია), რომ თავად გამოასწორონ ხარვეზი.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად