შესაძლებლობა სახელწოდებით „ეკრანი-ეკრანში“ ხელმისაწვდომია Firefox ვესიაში 71 Windows-ზე და ვერსიაში 72 MacOS-ზე ან Linux-ზე, იგი საშუალებას გაძლევთ ვიდეოები ამოწიოთ ვებგვერდის ზემოთ და განაგრძოთ მათი ყურება, სხვა ჩანართებზე გადასვლის შემდეგაც. ეკრანი-ეკრანში შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერ კუთხეში და შეუცვალოთ ზომები, სურვილისამებრ.
სარჩევი
როგორ გამოიყენება ეკრანი-ეკრანში
გადართვა
ეკრანი-ეკრანში გადამრთველი გამოჩნდება, როცა თაგვის მაჩვენებელს გადაატარებთ ვიდეოზე. ესაა პატარა ლურჯი ოთხკუთხა ნიშანი, რომელიც გამოცურდება ისრის მასზე მიტანისას. ამ ლურჯ ნიშანზე დაწკაპებით გაიხსნება ვიდეო ცალკე ფანჯარაში ეკრანი-ეკრანში ფუნქციით.
ეს შესაძლებლობა მუშაობს თითქმის ყველა ვებსაიტის ვიდეოზე. თუმცა, ზოგ ვიდეოზე შეიძლება არ გამოჩნდეს ლურჯი ნიშანი. მის გამოსაჩენად, ვიდეოს უნდა ახლდეს ხმოვანი ჩანაწერი და თავადაც, საკმარისი ზომისა და სიგრძის უნდა იყოს.
ლურჯი ნიშანი არ ჩანს, როცა ვიდეო სრულ ეკრანზეა გაშლილი.
სრულეკრანიანი ჩვენება
ორმაგი წკაპი ეკრანი-ეკრანში ფანჯარაზე ვიდეოს გაშლის სრულ ეკრანზე. ორმაგი წკაპი ხელმეორედ, შეწყვეტს სრულეკრანიან ჩვენებას.
კონტექსტური მენიუ
კიდევ ერთი გზა ეკრანი-ეკრანში გადასართავად, კონტექსტური მენიუა. მარჯვენა წკაპით ვიდეოზე, იხილავთ რაღაც ამდაგვარს:
სადაც იქნება ეკრანი-ეკრანში (Picture-in-Picture) ასარჩევი მენიუდან, რომლითაც შეძლებთ ამ ფუნქციის ჩართვა/გამორთვას.
ბევრზე საიტზე, შესაძლოა გართულებული იყოს კონტექსტური მენიუს გამოჩენა ვიდეოზე. YouTube მაგალითად, თავის მენიუს ადებს ზემოდან.
ვიდეოს საკუთარი კონტექსტური მენიუს გამოსაჩენად, სცადეთ Shift-ღილაკზე დაჭერა მარჯვენა წკაპისას, ან ორჯერ ზედიზედ მარჯვენა წკაპი.
როცა ვიდეო სრულ ეკრანზეა გაშვებული, ეკრანი-ეკრანში არ გამოჩნდება კონტექსტურ მენიუში. ჯერ სრული ეკრანიდან უნდა გამოხვიდეთ რომ შეძლოთ, ეკრანი-ეკრანში გადართვა ლურჯი ხატულათი ან კონტექსტური მენიუთი. (შენიშვნა: კლავიატურის მალსახმობი მუშაობს სრულ ეკრანზე.)
კლავიატურის მალსახმობი
კლავიატურის ღილაკების მეშვეობით წვდომისთვის, გამოიყენეთ CtrlCmd + Shift + ] ან CtrlCmd + Shift + }. Firefox შეეცდება გაუშვას ყველაზე შესაფერისი ვიდეო საიტიდან ეკრანი-ეკრანში.
გამშვები ფანჯარა
ეკრანი-ეკრანში ფანჯარა, ასევე გაძლევთ საშუალებას მარტივად გაუშვათ ან შეაჩეროთ ვიდეო — თაგვის გატარებისას ვიდეოზე, გამოჩნდება სამართავი ღილაკები, ასევე ღილაკები ფანჯრის დასახურად და . ფანჯრის დახურვა კი დაგაბრუნებთ ჩანართზე, საიდანაც ვიდეო იყო გაშვებული.
ვიდეოს ადგილი ვებგვერდზე
როცა ვიდეო გაშვებულია ეკრანი-ეკრანში ფუნქციით, ვიდეოს ადგილას ვებგვერდზე ჩანს შეტყობინება ვიდეო გაშვებულია რეჟიმით ეკრანი ეკრანში (This video is playing in Picture-in-Picture mode). თქვენ მაინც შეგეძლებათ იქვე არსებული ვიდეოს სამართავით სარგებლობა, როგორიცაა გაშვება/შეჩერება, ხმის აწევა/დაწევა და სრულ ეკრანზე გადასვლა.
ეკრანი-ეკრანში გადამრთველის გათიშვა
თუ გსურთ გამორთოთ ლურჯი გადამრთველი რომ აღარ გამოჩნდეს ვიდეოზე ისრის გადატარებისას, ამისთვის ორი მარტივი საშუალებაა. ან თავად საიტზე, რომელზეც არის შესაბამისი ვიდეო, ან პარამეტრებიდან.
ეკრანი-ეკრანში გადამრთველის გათიშვა ვიდეოდან
- მონახეთ ვიდეო რომელზეც ჩანს ეკრანი-ეკრანში ლურჯი გადამრთველი.
- მარჯვენა წკაპი ამ ლურჯ გადამრთველზე.
- და დაწკაპეთ (Hide Picture-in-Picture toggle).
ეკრანი-ეკრანში გადამრთველის ჩართვა/გამორთვა პარამეტრებიდან
თუ არ გსურთ იხილოთ სამართავი ისრის გადატარებისას, შეგიძლიათ დამალოთ იგი Firefox-პარამეტრებიდან. (შენიშვნა: თქვენ მაინც შეგეძლებათ ეკრანი-ეკრანში გადართვა, მარჯვენა წკაპით ვიდეოზე) ამ გზით, ასევე შეგიძლიათ სამართავის ხელახლა ჩართვა როცა მოგინდებათ.
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
- ჩამოწიეთ განყოფილებაზე გვერდების მონახულება (Browsing).
- მოხსენით მონიშვნა „ეკრანი-ეკრანში ვიდეოს სამართავი“ (Enable picture-in-picture video controls).
მომავალში თუ კვლავ მოგინდებათ სამართავის გამოჩენა, უბრალოდ ისევ დააბრუნებთ მონიშვნას.