Firefox-ის ვერსიის ნახვა

Firefox Firefox ბოლოს განახლებული: 100% of users voted this helpful

ხშირად საჭიროა იმის ცოდნა, თუ Firefox-ის რომელ ვერსიას იყენებთ, სხვადასხვა ხარვეზის მოსაგვარებლად ანდაც, მხოლოდ იმის გასაგებად, განახლებულია თუ არა ბრაუზერი. ნახეთ, როგორ შეგიძლიათ ამის გარკვევა:

  • დააწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx57Menu, შემდეგ დახმარება (Help) და აირჩიეთ Firefox-ის შესახებ (About Firefox).მენიუს ზოლზე, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ Firefox-ის შესახებ. გამოჩნდება შესაბამისი ფანჯარა. ვერსიის ნომერი მითითებული იქნება Firefox-ის დასახელების ქვეშ.

მაგალითი, თუ როგორ გამოიყურება ფანჯარა Firefox-ის შესახებ:

AboutFirefox71-MacOSFx86aboutFirefoxBrowserAboutFirefox71-Linux

Firefox-ის შესახებ ფანჯრის გახსნის შედეგად დაიწყება განახლებაზე შემოწმება. თუ ხელმისაწვდომი იქნება Firefox-ის ახალი ვერსია, თავისით დაიწყებს ჩამოტვირთვას. Linux-ზე, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ იყენებთ Mozilla-ს ვებსაიტიდან ჩამოტვირთულ ანაწყობს; სხვა შემთხვევაში, განახლებები მოვა თქვენი პაკეტების მმართველის მეშვეობით. დამატებით იხილეთ Firefox-ის განახლება უახლეს გამოშვებამდე.

შენიშვნა: აგრეთვე, თქვენი Firefox-ის ვერსიას იხილავთ გაუმართაობის მოსაგვარებელი მონაცემების (about:support) გვერდზე. Firefox-ვერსია ეწერება პროგრამის ძირითადი მონაცემების არეში.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად