Firefox ვერსია 52.9.0esr იყო ბოლო გამოშვება Windows XP-ისა და Windows Vista-სთვის. ამ სისტემებისთვის უსაფრთხოების განახლებების მიწოდება აღარ იგეგმება.
რატომ შეწყვიტა Firefox-მა მხარდაჭერა Windows XP-ისა და Vista-ს მომხმარებლებისთვის?
Firefox ერთ-ერთი ბოლო ბრაუზერი იყო, რომელსაც გააჩნდა Windows XP-ისა და Vista-ს მხარდაჭერა, წლების განმავლობაში. Microsoft-მა თავად დაასრულა Windows XP-ის მხარდაჭერა 2014 წელს, ხოლო Windows Vista-ს მხარდაჭერა 2017 წელს. მხარდაუჭერელი საოპერაციო სისტემები, აღარ იღებს უსაფრთხოების განახლებებს, გააჩნია ცნობილი სისუსტეები და დაუცველია შეტევებისგან, რაც საფრთხის შემცველია მომხმარებლებისთვის და აძნელებს ასეთ სისტემებზე Firefox-ის გამართულად მუშაობის შესაძლებლობას.
სხვა ბრაუზერზე გადასვლა დამეხმარება უსაფრთხოების დაცვაში?
სამწუხაროდ არა. ბრაუზერების უმეტესობამ (მათ შორისაა Google Chrome და Microsoft Internet Explorer) უკვე, დიდი ხანია შეწყვიტა Windows XP-ისა და Windows Vista-ს მხარდაჭერა.
კვლავ შემიძლია გვერდების უსაფრთხოდ თვალიერება Firefox-ით Windows XP-ისა და Vista-ზე?
2018 წლის აგვისტოდან აღარ, რადგან მხარდაჭერა უკვე დასრულებულია Firefox Extended Support Release (ESR) 52 ვერსიის შემდგომ. მხარდაჭერის არმქონე ბრაუზერები არ იღებს უსაფრთხოების განახლებებს, დაუცველია შეტევებისგან და საშიშია გამოსაყენებლად.
როგორ ვისარგებლო უახლესი შესაძლებლობებით Firefox-ზე?
თუ გსურთ გამოიყენოთ განახლებული Firefox, ყველა მისი უახლესი შესაძლებლობითა და სიახლით, აუცილებელია გადახვიდეთ ახალ საოპერაციო სისტემაზე.
- გადასვლა შეგიძლიათ Windows-ის იმ ვერსიაზე, რომელიც ჯერ კიდევ მხარდაჭერილია Microsoft-ის მიერ, მათ შორისაა Windows 8.1 და 10. ვრცლად, იხილეთ აქ. Windows-ვერსიები, რომლებიც აღარაა მხარდაჭერილი Microsoft-ის მიერ, დაუცველი და საფრთხისშემცველია გამოსაყენებლად, ეს კი ხელს უშლის ამ ვერსიებზე Firefox-ის გამართულ მუშაობას.
- (აგრეთვე): შეგიძლიათ გადახვიდეთ Linux-ზე დაფუძნებულ რომელიმე საოპერაციო სისტემაზე. ლინუქსის დისტრიბუტივების უმეტესობას, Firefox ისედაც მოჰყვება ნაგულისხმევ ბრაუზერად. ეწვიეთ თითოეული მათგანის ოფიციალური ვებსაიტს, რომ შეარჩიოთ ის Linux-სისტემა, რომელიც ყველაზე უკეთ მოერგება თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნილებებს.