Firefox თარგმნის ახალი შესაძლებლობითაა, რომლითაც შეუფერხებლად მოინახულებთ ვებგვერდებს სასურველ ენაზე. საიტიდან საიტზე გადასვლისას Firefox თავისთავად თარგმნის გვერდებს იმ წუთასვე. ეს შესაძლებლობა თანდათან გახდება ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის Firefox-ის 118 ვერსიიდან.
სარჩევი
- 1 გვერდის სრულად თარგმნა
- 2 მონიშნულის თარგმნა
- 3 თარგმნის პარამეტრების მორგება
- 4 ჩადგმული ენების გამართვა
- 5 ᲮᲓᲙ
- 5.1 იმუშავებს მობილურ ვერსიაზე?
- 5.2 იმუშავებს Firefox-ის თარგმნის შესაძლებლობა ტექსტის გარდა სხვა მასალებზე, მათ შორის სურათებზე ან ვიდეოებზე?
- 5.3 რა მოხდება, თუ საიტზე შიგთავსი შერეულადაა წარმოდგენილი რამდენიმე ენაზე? მაინც იმუშავებს თარგმნა?
- 5.4 მოახერხებს Firefox იმ გვერდების თარგმნას, რომლებიც პაროლითაა დაცული ან ანგარიშზე შესვლით იხსნება?
- 5.5 როგორ შეიძლება თარგმნილი გვერდის თავდაპირველ ენაზე დაბრუნება?
- 5.6 როგორ მივუთითო, რომ თარგმნის არე თავისთავად არ გაიხსნას ხოლმე?
- 5.7 რატომაა საჭირო ენების ჩადგმა?
- 5.8 როგორ გავგზავნო მოხსენება გაუმართავი ნათარგმნის შესახებ?
- 6 მსგავსი სტატიები
გვერდის სრულად თარგმნა
გვერდის გადასათარგმნად:
- როდესაც ეწვევით ვებგვერდს მხარდაჭერილ ენაზე, თარგმნის არე თავისთავად გაიხსნება. თუ ასე არ მოხდა, დაწკაპეთ თარგმნის ნიშანს ხელსაწყოთა ზოლზე ან
- Firefox ამოიცნობს გვერდის ენას თავადვე. შესაცვლელად გამოიყენეთ ზედა ჩამოსაშლელი ველი.
- შემდეგ აირჩიეთ სასურველი ენა გადასათარგმნად ქვედა ჩამოსაშლელი ველიდან, რომელშიც წინასწარვე იქნება დალაგებული ენები უპირატესობის მიხედვით. შესაცვლელად ჩამოშალეთ ველი.
- დაწკაპეთ
- გვერდის საწყის ენაზე დასაბრუნებლად დაწკაპეთ ხელსაწყოთა ზოლზე ნიშანს და აირჩიეთ
მონიშნულის თარგმნა
შესაძლოა, მხოლოდ რომელიმე სიტყვის ან წინადადების თარგმნა გსურდეთ უცხო ენაზე კითხვისას. Firefox ასეთი შემთხვევებისთვის საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ და მხოლოდ ეგ მონიშნული თარგმნოთ.
- მონიშნეთ და მარჯვენა წკაპით თარგმნეთ სასურველი ტექსტი.
- გამოსული მენიუდან აირჩიეთ
- მონიშნული ტექსტი კი გადაითარგმნება და გამოჩნდება ამომხტარ არეში. აქვე იქნება ღილაკი
- ამასთანავე, მარჯვენა წკაპით ბმულზე პირდაპირ შემოგთავაზებთ თარგმნას მოუნიშნავადაც.
თარგმნის პარამეტრების მორგება
თარგმნის სურვილისამებრ მოსარგებად:
- ხელსაწყოების ზოლზე დაწკაპეთ თარგმნის ნიშანს.
- დაწკაპეთ კბილანას ნიშანს თარგმნის არეში.
- აირჩიეთ სასურველი პარამეტრები.
- ნიშანი დაესმება წინ პარამეტრს იმის დასადასტურებლად, რომ ამოქმედებულია.
- ცვლილების დასაბრუნებლად მხოლოდ მოხსენით მონიშვნა და ნიშანიც გაქრება, რაც მიუთითებს, რომ გაუქმებულია.
ჩადგმული ენების გამართვა
ჩადგმული ენების გასამართად:
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
- (General) არეს ჩაუყევით და მონახეთ ენისა და იერსახის (Language and Appearance) პარამეტრები.
- თარგმანების (Translations) ქვემოთ სიიდან მონიშნეთ ენა, რომელიც გსურთ ხელმისაწვდომი იყოს ბრაუზერში თარგმნისთვის და დაწკაპეთ
- ენის ამოსაშლელად მხოლოდ დაწკაპეთ
ᲮᲓᲙ
იმუშავებს მობილურ ვერსიაზე?
ამ შესაძლებლობით აგრეთვე აღჭურვილია Firefox Android-ზეც 126 ვერსიიდან.
იმუშავებს Firefox-ის თარგმნის შესაძლებლობა ტექსტის გარდა სხვა მასალებზე, მათ შორის სურათებზე ან ვიდეოებზე?
არა, თარგმნის შესაძლებლობა ამჟამად მხოლოდ ვებგვერდის ტექსტს ამუშავებს, არატექსტური მასალა, მათ შორის სურათები, ვიდეოები ან სხვა ურთიერთქმედი ნაწილები კი ვერ გადაითარგმნება.
რა მოხდება, თუ საიტზე შიგთავსი შერეულადაა წარმოდგენილი რამდენიმე ენაზე? მაინც იმუშავებს თარგმნა?
ვინაიდან თარგმნის შესაძლებლობა ძირითადად მიმართულია მთავარი ენის დამუშავებისკენ, შეიძლება სათანადოდ ვერ თარგმნოს შერეული ენით შედგენილი მასალა.
მოახერხებს Firefox იმ გვერდების თარგმნას, რომლებიც პაროლითაა დაცული ან ანგარიშზე შესვლით იხსნება?
დიახ, Firefox შეძლებს თარგმნოს პაროლით დაცული ან ანგარიშზე შესვლით გახსნილი ვებგვერდებიც, ვინაიდან შიგთავსი სრულად ჩანს ეკრანზე. თარგმნა იმუშავებს ნებისმიერ გვერდზე, რომლის შიგთავსთან წვდომასაც ახერხებს Firefox და რომლის გამოსახვაც შეუძლია.
როგორ შეიძლება თარგმნილი გვერდის თავდაპირველ ენაზე დაბრუნება?
საწყის ენაზე დასაბრუნებლად თარგმნის შემდეგ, დაწკაპეთ ხელსაწყოთა ზოლის ნიშანზე და აირჩიეთ
.როგორ მივუთითო, რომ თარგმნის არე თავისთავად არ გაიხსნას ხოლმე?
როცა Firefox აღმოაჩენს, რომ გვერდის თარგმნა შესაძლებლია, თავისით ხსნის თარგმნის არეს. გამოსართავად დააჭირეთ კბილანას ნიშანს და გათიშეთ
. გარდა ამისა, შეგიძლიათ გათიშოთ მხოლოდ ცალკეული ენებისთვის ან საიტებისთვის, თუ შესაბამისად მიუთითებთ, ან .რატომაა საჭირო ენების ჩადგმა?
ენების ჩაყენების შედეგად Firefox მოახერხებს თარგმნოს ადგილობრივად ბრაუზერშივე, თქვენი პირადულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თარგმნისთანავე ნაწილობრივ თავისთავად ჩაიდგმება საჭირო ენის ფაილები. თუ სრულად გსურთ წინასწარვე ჩაიდგას, მონახეთ ენის პარამეტრები Firefox-ის პარამეტრების
არეში, ენისა და იერსახის განყოფილებაში თარგმანების ქვეშ.როგორ გავგზავნო მოხსენება გაუმართავი ნათარგმნის შესახებ?
შეგიძლიათ დაგვეხმაროთ Firefox-თარგმანების გაუმჯობესებაში გაუმართაობების მოხსენებით ამ კითხვარის მეშვეობით.